16:06 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

ქართველ ვეტერან–მძლეოსანს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

1 სექტემბერს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ახალ რეზიდენციაში გამართულ საზეიმო შეხვედრაზე, რომის 1960 წლის ოლიმპიადის ჩემპიონს მძლეოსნობაში რობერტ შავლაყაძეს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა.

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. ოთხშაბათს, 1 სექტემბერს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ახალ რეზიდენციაში გამართულ საზეიმო შეხვედრაზე, რომის 1960 წლის ოლიმპიადის ჩემპიონს მძლეოსნობაში რობერტ შავლაყაძეს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა.

ცერემონია ფედერაციის თბილისის ოფისში ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჩაატარა.

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ მდინარაძემ დამსახურებულ სპორტსმენს პრემიის სახით 3 ათასი ლარი გადასცა.

„სპორტის რაინდის“ წოდება რობერტ შავლაყაძეს ზუსტად 50 წლის შემდეგ მიენიჭა, როდესაც მან 1960 წლის 1 სექტემბერს რომის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა სიმაღლეში ხტომაში. სპორტსმენმა 2 მეტრი და 16 სანტიმეტრის სიმაღლის თამასა გადალახა და ამ დისციპლინაში პირველი საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფედერაციამ რობერტ შავლაყაძისადმი მიძღვნილი სპეციალური წიგნი გამოსცა.

შეხვედრაზე სპორტის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვაყანაში მძლეოსნობის განვითარების მნიშვნელობა და ყურადღების გამახვილება ქართული სპორტის დამსახურებული ვეტერანებისადმი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ვეტერანი–სპორტსმენების მიმართ, რომლებმაც საქართველოს მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოუტანეს. მძლეოსნობა მნიშვნელოვან ადგილს იკავესბს ქართულ სპორტში, რადგან მისი განვითარება დადებითად აისახება სპორტის სხვა სახეობებზე“, – განაცხადა ვარძელაშვილმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიიის წინაშე წამოიჭრება საკითხი რობერტ შავლაყაძისთვის ტრადიციულ დღესასწაულზე „თბილისობა“ საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების თაობაზე.

მთავარი თემები