06:40 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

უკრაინა მილსადენებზე კონტროლის განსახორციელებლად უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას აპირებს

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

კრაინის მინისტრთა კაბინეტი აპირებს ორგანიზება გაუწიოს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას, რომლებიც მსხვილი მილსადენების კონტროლს განახორციელებენ, განაცხადა ოთხშაბათს ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი ტაბაჩნიკმა.

კიევი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. უკრაინის მინისტრთა კაბინეტი აპირებს ორგანიზება გაუწიოს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას, რომლებიც მსხვილი მილსადენების კონტროლს განახორციელებენ, განაცხადა ოთხშაბათს ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი ტაბაჩნიკმა.

უკრაინაში ანომალურ სიცხესთან დაკავშირებით, ივლისის შუა რიცხვებიდან  თითქმის აგვისტოს ბოლომდე, ნთავრობა იძულებული გახდა გაზის ტრანსპორტირების სისტემის ობიექტებზე საჰაერო კონტროლი ეწარმოებინა. თუმცა, სიცხის პერიოდში რაიმე ხანძრები არ დაფიქსირებულა.

„დღეს პირველმა ვიცე–პრემიერმა (ანდრეი კლიუევი) უნივერსიტეტის მასწავლებლების და მოსწავლეების წინაშე ორი ამოცანა დააყენა, რომლებსაც ჩვენ ერთად გადავჭრით: თქვენ დ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პირველი – მომზადდეს პროექტი სამამულო უპილოტო თვითმფრინავების შექმნაზე მსხვილი მილსადენების, გაზსადენების და ნავთობსადენების დასაცავად. თუ თქვენი წინადადება კონკურენტუნარიანი იქნება, მინისტრთა კაბინეტი მზადაა, ამგვარი სახელმწიფო შეკვეთა წარუდგინოს ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს“, – განაცხადა ტაბაჩნიკმა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის მასწავლებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

გაზის სატრანსპორტო სისტემის სიგრძე 37,5 ათასი კილომეტრია და მოიცავს გაზის 71 კომპრესორულ სადგურს და 32 მლრდ კუბომეტრის მოხულობის 13 მიწისქვეშა საცავს. სისტემის გამტარუნარიანობა (რუსეთიდან დასავლურევროპულ ქვეყნებში) 141 მლრდ კუბომეტრს შეადგენს წელიწადში. უკრაინის ტერიტორიაზე ასევე გადის მსხვილი სატრანზიტო ნავთობსადენები. 

მთავარი თემები