საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სექტემბერში შეხვედრებს გამართავს აშშ–ში

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 14 სექტემბერს ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმზე (Community of Democracies) ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება.

თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 14 სექტემბერს ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმზე (Community of Democracies) ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს პარლამენტის პრეს–სამსახურში პარასკევს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეები. დისკუსია წარიმართება აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების მონაწილეობით. ფორუმს მოწვეული სპიკერის სტატუსით დაესწრება მაიკალ მაკფოლი, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე და უსაფრთხოების საბჭოს დირექტორი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვედრები ექნება სენატორებთან და კონგრესმენებთან, ადმინისტრაციის  წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს ინვესტორებთან და მონაწილეობას მიიღებს გაეროს ეგიდით დაგეგმილ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მაღალი დონის შეხვედრაზე.

21 სექტემბერს კი დავით ბაქრაძე დაესწრება საპარლამენტთაშორისო კავშირის(IPU) შეხვედრას, სახელწოდებით "ათასწლეულის განვითარების ამოცანების, პოლიტიკის და გეგმების საპარლამენტო მხარდაჭერის მობილიზაცია.

ყველა ახალი ამბავი
0