06:40 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მიღებაზეა მიწვეული - პრეს-სამსახური

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სექტემბერში აშშ-ში ვიზიტის დროს მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის ორგანიზებულ სპეციალურ მიღებაში.

თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სექტემბერში აშშ-ში ვიზიტის დროს მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის ორგანიზებულ სპეციალურ მიღებაში, - ნათქვამია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უმაღლეს დონეზე დებატებში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 23 სექტემბერს 15:00 საათზე ადგილობრივი დროით გაიმართება.

პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ევროპის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან.

სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტით 20 სექტემბერს გაემგზავრება.

მთავარი თემები