გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.
სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.
თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.
სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.
ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში
ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისგან, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შესაგროვებლად. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, ჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.
მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალური ნივთიერებებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყიერება.
სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან - მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.
კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.
მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.
ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.
მებაღის კალენდარი 2020 წლის მაისში
მთვარის ფაზები მაისში:
- ზრდის ფაზა – 1–6 მაისი
- სავსემთვარეობა – 7 მაისი
- კლების ფაზა – 8–21 მაისი
- ახალმთვარეობა – 22 მაისი
- ზრდის ფაზა – 23–31 მაისი
შეგახსენებთ, რომ სავსემთვარეობისა და ახალმთვარეობის დღეებში მცენარეებთან მუშაობა ძალზე არახელსაყრელია. მაისში ეს დღეებია 7 – სავსემთვარეობა და 22 – ახალმთვარეობა.
დათესვისთვის ხელსაყრელი დღეები
- კიტრი — 4, 5, 6, 12, 15, 16, 17, 25, 26 მაისი
- პომიდორი — 4, 5, 6, 11, 12, 25, 26 მაისი
- ბადრიჯანი — 4, 5, 6, 11, 12, 25, 26 მაისი
- ბულგარული წიწაკა — 6, 11, 12, 25, 26 მაისი
- მწარე წიწაკა — 6, 15, 16, 17, 25, 26 მაისი
- ხახვი — 6, 8, 11, 12, 25, 26 მაისი
- კარტოფილი — 4, 5, 6, 8, 11, 12, 15, 16, 17, 25, 26 მაისი
- ნიორი — 8, 11, 12 მაისი
- სტაფილო — 4, 5, 8, 11, 12, 15, 16, 17 მაისი
- კომბოსტო — 4, 5, 6, 25, 26 მაისი
- მწვანილი — 4, 5, 6, 8, 15, 16, 17, 25, 26 მაისი
ხელსაყრელი დღეები ყვავილების დათესვისა და დარგვისთვის
- ერთწლიანი ყვავილები – 6, 8, 9, 10, 15, 16, 17, 25, 26, 30, 31 მაისი
- ორ და მრავალწლიანი ყვავილები – 8, 9, 10, 11, 12, 15, 16, 17, 25, 26 მაისი
- ბოლქვიანი ყვავილები – 4, 5, 6, 8, 15, 16, 17 მაისი
ხელსაყრელი დღეები ნერგების დარგვისთვის
- ხეხილი — 8, 9, 10, 11, 12, 25, 26, 27 მაისი
- ვაზი — 6, 8, 9, 25, 26 მაისი
- ხურტკმელი, მოცხარი — 6, 8, 9, 10, 11, 12, 25, 26 მაისი
- ჟოლო, მაყვალი — 6, 25, 26 მაისი
- მარწყვი, ხენდრო — 6, 9, 10, 25, 26 მაისი
ხელსაყრელი დღეები მყნობისთვის
- ხეხილი — 6, 8, 11, 12, 25, 26 მაისი
თვე – მაისი. რიცხვი მთვარე ზოდიაქოს ნიშანში 1 ლომი 2, 3 ქალწული 4, 5 სასწორი 6, 7 მორიელი 8, 9, 10 მშვილდოსანი 11, 12 თხის რქა 13, 14 მერწყული 15, 16, 17 თევზები 18, 19 ვერძი 20, 21, 22 კურო 23, 24 ტყუპი 25, 26 კირჩხიბი 27, 28, 29 ლომი 30, 31 ქალწული