09:18 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ბროწეული

ბროწეული და მისი სასარგებლო თვისებები

CC BY 2.0 / coniferconifer / pomegranate
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (162)
23820

სასარგებლოა ბროწეულის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ მარცვლის კურკა, ქერქი, ყვავილი, ფოთოლი და ფესვებიც კი. მის წვენში აღმოჩენილია 15 შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთაგან ხუთს მხოლოდ ხორცი შეიცავს.

ბროწეული (Punica granatum) ბროწეულისებრთა ოჯახის ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა.

ბროწეული ძალიან გემრიელი და უამრავი სასარგებლო თვისების მქონე ხილია. სასარგებლოა მისი არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ მარცვლის კურკა, ქერქი, ყვავილი, ფოთოლი და ფესვებიც კი. ის დიდხანს ინახება მაცივარში და ნაყოფი ინარჩუნებს გემოსაც და მარგებლიანობასაც

ბროწეული კარგი საშუალებაა დიეტებისა და განტვირთვის დღეებისთვის, რადგან 100 გრამი რბილობი 60–80 კკალორიას შეიცავს.

ბროწეული С, B6, В12 და Р ვიტამინების დაბალანსებულ კომპლექსს წარმოადგენს. გარდა ამისა, ის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ორგანული და მინერალური ნივთიერებების ნაკრებია. ბროწეულის არაჩვეულებრივ მარგებლიანობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მის წვენში აღმოჩენილია 15 ე.წ. შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთაგან ხუთს მხოლოდ ხორცი შეიცავს. ბროწეულის წვენში მინერალური ნივთიერებებიდან აღმოჩენილია იოდის, კალციუმის, კალიუმის ნაერთები; ასევე ბევრია მასში რკინა და ეს ნიშნავს, რომ ბროწეულის მიღებით თქვენი ჰემოგლობინი ნორმაში იქნება.

თემები:
სასარგებლო რჩევები (162)

მთავარი თემები