17:42 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (237)
77220

კავკასიური ხარისძირა დიდი პოპულარობით სარგებლობს წონაში დაკლების მსურველთა შორის. ნაწილი აქებს მას და ამბობს, რომ მცენარე შესანიშნავად ახერხებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, თუმცა მეორე ნაწილი მასზე უარყოფითად საუბრობს. ეს, ძირითადად, მასში შხამიანი ნივთიერებების არსებობით არის გამოწვეული.

ხარისძირა (Helleborus) ხარისძირასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. გვარი აერთიანებს ოცზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, უმთავრესად, ხმელთაშუაზღვისპირეთში, აღმოსავლეთით მათი არეალი მოდის მცირე აზიამდე. საქართველოში გვხვდება ორი სახეობა: კავკასიური ხარისძირა (H. caucasicus) და აფხაზური ხარისძირა (H. abchasicus).

კავკასიური ხარისძირა იშვიათ სამკურნალო მცენარეთა კატეგორიას განეკუთვნება. მისი ფესვები, რომლებსაც წინასწარ, ბუნებრივად აშრობენ, მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ყველაფერთან ერთად კავკასიური ხარისძირა დიდი პოპულარობით სარგებლობს წონაში დაკლების მსურველთა შორის. მათი ნაწილი აქებს მას და ამბობს, რომ მცენარე შესანიშნავად ახერხებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, თუმცა მეორე ნაწილი მასზე უარყოფითად საუბრობს. ეს, ძირითადად, მასში შხამიანი ნივთიერებების არსებობით არის გამოწვეული. ამიტომ ხარისძირას მიღებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მკაცრად უნდა დაიცვათ დოზირება.

„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?>>

ხარისძირას თვისებები ჯერ კიდევ სპარსმა მკურნალმა ავიცენამ აღმოაჩინა. ის თავის ტრაქტატებში აღნიშნავდა მცენარის ისეთ თვისებებს, როგორიცაა სისხლის გაწმენდის უნარი, ნაღვლის გამოდევნა, დაჩირქებული ჭრილობების გაწმენდა. ხარისძირა გამოიყენება არა მხოლოდ გასახდომად, არამედ ართროზის, ართრიტისა და ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

თემები:
სასარგებლო რჩევები (237)

მთავარი თემები