ალუბალი: ერთდროულად გემრიელი და სასარგებლო

CC BY 2.0 / felice / cherriesალუბალი
ალუბალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალუბლის მიღებისას სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებთ. გემრიელი ხილი ჩვენს ორგანიზმს ავსებს ვიტამინებით, არეგულირებს არტერიულ წნევას, აწესრიგებს ნერვულ სისტემას და სხვა.

ალუბალი (Prunus cerasus) — ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მერქნიანი მცენარეა. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით.

მარწყვი - Sputnik საქართველო
მარწყვი – უგემრიელესი, სასარგებლო კენკრა

ალუბლის შემადგენლობა და კალორიულობა

ალუბლის მიღებისას სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებს. მისი სასარგებლო თვისებები განპირობებულია პექტინების, მჟავების (ვაშლის მჟავას უპირატესობით) არსებობით. ალუბლის მინერალური შემადგენლობა წარმოდგენილია ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, მიკროელემენტებიდან შეიცავს ფტორს, იოდს, კაჟს, ქრომს, კობალტს, ნიკელს, თუთიას, მანგანუმს. დიდი რაოდენობითაა მასში ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა), ნიაცინი (ნიკოტინმჟავა), პროვიტამინი А, კაროტინი, ვიტამინები В1, В2, კუმარინები.

100 გრამი ალუბალი შეიცავს ცილებს – 1,1 გ, ცხიმებს – 0,4 გ, ნახშირწყლებს – 11,5 გ.

ალუბლის კალორიულობაა 100 გრამზე 50 კკალორია.

ყველა ახალი ამბავი
0