ექსკლუზივი: ქართული მცენარე, რომლითაც ფრანგმა ქალბატონმა სიმსივნე დაამარცხა

© FB/ Bio Tekaჩაი თეკა
ჩაი თეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაი „თეკა" მსხვილფოთლოვანი მცენარეებისგან დამზადებული ბიო ნაკრებია, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს, აძლიერებს იმუნიტეტს, აახალგაზრდავებს უჯრედებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონის კორექციას და ა.შ.

ჩაი „თეკას" წარმოებას ფრანგმა ქალბატონმა კატრინ რასელმა მას შემდე მიჰყო ხელი, რაც ამ „ჯადოსნური“ ნაყენის დახმარებით მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა. დღეს ქალბატონი კატრინი საქართველოში ცხოვრობს და აქტიურად ცდილობს ჩაი „თეკას“ წარმოებას და პოპულარიზაციას, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე.

© კატრინ რასელის პირადი არქივიკატრინ რასელი
კატრინ რასელი - Sputnik საქართველო
კატრინ რასელი

— საქართველოში ვმუშაობდი ევრო სტანდარტების საერთაშორისო პროექტებზე, ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავართ. უკვე ხუთი წელია საქართველოში ვცხოვრობ. უეცრად გავხდი ცუდად. დამიდგინეს სიმსივნე. ძალიან სწრაფად იზრდებოდა ჩემი დაავადება, უკვე მეოთხე სტადიაში იყო. ძალიან მძიმედ ვიყავი და მგზავრობა არ შეიძლებოდა, ამიტომ ჩემს ქვეყანაში ვერ გავემგზავრე და მკურნალობის კურსი საქართველოში დავიწყე. მკურნალობის პარალელურად, ჩემი ქართველი კოლეგის რჩევით ვიღებდი ამ მართლაც ოქროს მცენარეებს, „თეკას“ ნაყენს. ისე მოხდა, რომ გარკვეული დროის მერე გავემგზავრე საფრანგეთში. იქ დამინიშნეს 36 ქიმია. ამ პერიოდში „თეკას“ ჩაის დალევა არ შემიწყვეტია. ისე მოხდა, რომ გამიკეთეს მხოლოდ რვა ქიმია, ოპერაციაც კი არ დამჭირდა. ჩემი გამოჯანმრთელების მთელი საიდუმლო იყო ის, რომ რეგულარულად ვსვამდი ამ ნაყენს, რომელმაც იმუნიტეტი გამიძლიერა. შესაბამისად გააძლიერა ორგანიზმიც. ონკოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გაქვს მყარი იმუნიტეტი.

ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. უფრო მეტად დავინტერესდი ამ მცენარეებით. დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელიც „თეკას“ ჩაის აწარმოებდა და შევიძინე ეს კომპანია. ჩემი ფრანგი კოლეგებიც დაინტერესდნენ ქართული მცენარეებით, რომელმაც სენსაცია მოახდინა და წარმოუდგენელი შედეგი მომცა. მე ვამაყობ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კმაყოფილი ადამიანია, ვინც გამოსცადა ეს ჩაი. გარკვეული ჯგუფია გამოყოფილი, ვინც კრეფს ამ მცენარეებს და შემდეგ ხდება მათი დამუშავება.

© FB/ Bio Tekaჩაი თეკა
ჩაი თეკა - Sputnik საქართველო
ჩაი თეკა

- მხოლოდ სიმსივნის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, თუ სხვა დაავადებების დროსაც მიიღებენ?

— სასარგებლოა სხვადასხვა დაავადებების დროს. ვაწარმოებთ „თეკა კლასიკს“, რომელიც შედგება რვა კომპონენტისგან. იგი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. აგიმაღლებთ იმუნურ სისტემას, გაყენებთ სასიამოვნო განწყობაზე, ებრძვის სიმსივნურ წარმონაქმნებს და სასარგებლოა ბრონქიტისა და ასთმის დროს. ასევე სასარგებლოა სახსრებისა და ძვლოვანი დაავადებისას. აწესრიგებს ნერვულ სისტემას, მოგიწესრიგებთ ძილს. შეიცავს ვიტამინ A.B.B1.B2.B3.B6.B9.C.PP.სელენი, იოდი, რკინა, კალიუმი და სხვა. სელენის საიდუმლო დანიშნულებაა გაახალგაზრდავოს უჯრედები. ნაკრებს გააჩნია უნიკალური თვისება, მოაწესრიგოს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა, რის ხარჯზეც მოგიწესრიგდებათ წონის პრობლემა. ნაკრების შემადგენლობა ნორმალიზებას უკეთებს ორგანიზმში შაქრიან დიაბეტს. მისი დამსახურებით შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, დაცული ხართ ვირუსებისაგან. გვაქვს ასევე თმის სავლები „ბიო თეკა". თმისთვის უმთავრესია А, Е, С და В ვიტამინები. სწორედ ფოთლოვანი ნაყენის საშუალებით არის შესაძლებელი თმის ცვენის შეჩერება, და მისი სტრუქტურის გაუმჯობესება. როცა ქიმიებს ვიკეთებდი ერთი ღერი თმაც არ ჩამომვარდნია თავიდან, რადგან სწორედ ამ ნაყენს ვივლებდი.

- დღესდღეობით რამდენი სახეობის ჩაის აწარმოებთ?

— ამ ეტაპზე სამი სახის პროდუქტს ვაწარმოებთ, ხოლო ორი სახეობა მალე იქნება გაყიდვაში. უკვე ვესაუბრე პრემიერ მინისტრსაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთანაც გვქონდა მოლაპარაკება. ყველანი მოხარულები არიან, თანადგომა აღგვითქვეს და მათი დახმარებით შევძლებთ უფრო მეტად განვითარებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საფრანგეთიც დაინტერესდა. აგვისტოში შევხვდები მოსკოველ კოლეგებს, ბავშვთა ონკოლოგია დაინტერესდა ამ მცენარეებით.

© FB/ Bio Tekaჩაი თეკა
ჩაი თეკა - Sputnik საქართველო
ჩაი თეკა

- ანუ საზღვარგარეთაც გეგმავთ „თეკას“ გატანას?

— პირველი ჩემი ქვეყანა იყო ვინც ამით დაინტერესდა, რადგან საკუთარი თვალით ნახა შედეგი და აინტერესებთ რა პროდუქტია ეს.

- რა მცენარეებისგან არის დაკომპლექტებული „თეკას “ ჩაი?

— ეს კომპანიის საიდუმლოებაა და ჩემთვის დავიტოვებ.

- როცა ადამიანს არანაირი ჩივილი არ აქვს, მაინც შეუძლია „თეკას“ ჩაის მიღება?

— დიახ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიირთვას. არის ძალიან არომატული და არ გააჩნია უკუჩვენებები. აახალგაზრდავებს უჯრედებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონის კორექციას. არაჩვეულებრივია ნერვული სისტემისთვის. ძალიან კარგია მწეველი ადამიანებისთვის, რადგან ასუფთავებს ბრონხებს. უნდა მიიღოთ რეგულარულად და შედეგს თავად ნახავთ. მის დამზადებაზე და ხარისხზე ძალიან ვზრუნავთ. „თეკა კლასიკი“ არის ბუნებრივად დამუშავებული, გამომშრალი, დაფხვნილი მცენარეების ნაკრები.

- რაც შეეხება საქართველოს. როგორ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა?

— ძალიან მომწონს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიცხოვრებდი. ყველაზე მეტად ხალხმა გამაოცა. ქართველები საოცრად კეთილები და სტუმართმოყვარეები არიან. მდიდარი და ულამაზესი ბუნება გაქვთ. ვისურვებდი თქვენს ქვეყანაში მეტად განვითარდეს ტურიზმი და უფრო მეტმა უცხოელმა ნახოს ეს სილამაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0