ჯარიმები და სიკვდილით დასჯა: როგორ სჯიან კარანტინის პირობების დამრღვევებს

გამოწერა
მსოფლიოს ცალკეული ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ზომებს იღებს

მათ შორისაა  აუცილებელი კარანტინი  ჩინეთიდან, იტალიიდან, სამხრეთ კორეადან და იმ ქვეყნებიდან დაბრუნებული ადამიანებისთვის,  სადაც განსაკუთრებით ბევრი ინფიცირებულია.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკის დახმარებით  გაიგებთ სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის პირობების დარღვევისთვის თუ რა სასჯელია გათვალისწინებული.

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში 1 აპრილამდე დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობენ თეატრები და მუზეუმები. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგდაოების თავშეყრის ადგილებში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, უცხოეთიდან დაბრუნებულ  მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში ჩამოსვლიდან 14 დღის განმავლობაში არ ეკონტაქტონ ადამიანებს, მათ, კი ვინც ქვეყანაში იმყოფება, არ დატოვონ ქვეყანა.

ყველა ახალი ამბავი
0