Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნატალია ყიფშიძე შეყვარებულთან რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Natalia Kipshidze / FBნატალია ყიფშიძე
ნატალია ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ოჯახის ასევე ცნობილი წევრი ნატალია ყიფშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე წელია თინეიჯერი გოგონა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის სოციალურ ქსელში პიკანტური და გამომწვევი სურათების გამოქვეყნებას არ უშინდება.
View this post on Instagram

love is all you need

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

ინტერვიუებში შეყვარებულზე არ საუბრობს, მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამხელს. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ვაჟი გიორგი მდივანი 24 წლისაა და ციფრული მედიის სპეციალისტია. გოგონამ შეყვარებული ოჯახს გააცნო. როგორც ჩანს, ყიფშიძეებმა ნატალიას რჩეული უპრობლემოდ მიიღეს და ძალიან ემეგობრებიან. ნატალია აღნიშნავს, რომ პოპულარულ მსახიობ გიორგი ყიფშიძეს ნატალიას შეყვარებულზე საუბარიც კი არ სურდა. მიუხედავად ამისა, წყვილი ერთი წლის ურთიერთობას სოციალურ ქსელში გაზიარებული რომანტიკული ფოტოებით აღნიშნავს. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ნატალიამ ულამაზესი სურათები გამოაქვეყნა, რომელზეც წყვილი გულახდილ გრძნობებს არ მალავს.

ყველა ახალი ამბავი
0