ქართველის მიერ შექმნილი ბენდი ათენში და მისი გიტარისტი, რომელიც Deep Purple-ში უკრავდა

© photo: courtesy of George Gurenგიორგი გურგენაშვილი
გიორგი გურგენაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში მცხოვრები მომღერლის ჯორჯ გურენის შემოქმედებით სიახლეებს გაგაცნობთ.

ჯორჯ გურენი გიორგი გურგენაშვილის შემოქმედებითი ფსევდონიმია. ბოლო წლებში ის ხელოვნების სამსახურში დგას: ქმნის საავტორო სიმღერებს, აქტიურად თანამშრომლობს ბერძენ კომპოზიტორებთან და წარმატებით გამოდის ადგილობრივ სცენაზე. პანდემიის დროს ჩატარებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ზე, რომელიც მსოფლიო მედიამ, მათ შორის ΒΒC-მაც გააშუქა, ცნობილ დიჯეებთან ერთად ქართველი ჯორჯ გურენიც მონაწილეობდა. ის ფესტივალზე ერთადერთი მომღერალი იყო.

 

© photo: courtesy of George Gurenგიორგი გურგენაშვილი
ქართველის მიერ შექმნილი ბენდი ათენში და მისი გიტარისტი, რომელიც Deep Purple-ში უკრავდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გიორგი გურგენაშვილი

— ჯორჯ, ბოლო წლების შემოქმედებითი სიახლეებით დავიწყოთ...

— ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელე. მათ შორის რამდენიმე მასშტაბური იყო და, ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად წარმატებულიც. ყველა ჩემს მეგობარსა და კოლეგას მადლობას ვუხდი, რომ არა ისინი, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნი იყო სიმღერა I’m defensless, რადგან მასზე ბერძნული მუსიკალური შოუს Fame Story-ს მთავარმა ქოუჩმა ჯული მასინომ იმუშავა. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ჯული ამერიკელია და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა. ამ სიმღერის ბექვოკალსაც სწორედ მისი ხმა ამშვენებს.

— ვინ შექმნა ეს სიმღერა და სად გაჟღერდა?

— ამ სიმღერის შექმნის ინსპირაცია ალბათ მისტიკური გრძნობები გახდა. მისი ავტორი ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი ნიკოს ანტონიადისია, რომელსაც ბერძენი მომღერლებისთვის ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი. სიმღერის მენეჯმენტზე დაიანა ვასილიადუმ იზრუნა, ვიდეოკლიპის გადაღება და მსოფლიოს 227 ქვეყნის digital-პლატფორმებზე გაშვება-გაყიდვა კი ბერძნულმა კომპანია Inside out production-მა აიღო საკუთარ თავზე.

— როგორც ვხედავ, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, შემოქმედებითად მაინც არ გაჩერებულხართ. რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პანდემიის დროს?

— 2020 წელს ზაკინთოში ჩატარდა ფესტივალი Gem Fest, რომელიც მსოფლიო მედიამ პანდემიის დროს მომხდარ უპრეცედენტო მოვლენად შეაფასა. ამ ფაქტს ΒΒC-ც კი გამოეხმაურა. ელექტრონული მუსიკის ამ ფესტივალზე, ბევრ ვარსკვლავ დიჯეისთან ერთად, მომღერალი მხოლოდ მე გახლდით. ასევე გეტყვით, რომ 2020 წელს ჩემი ალბომი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მუშაობის პროცესი პანდემიამ შეაფერხა. თუმცა ახლო მომავალში ვიმედოვნებ, რომ ეს ალბომი აუცილებლად გამოვა.

— ახალი ვიდეოკლიპის გადაღებას სად აპირებთ?

— ჩემი ახალი ვიდეოკლიპის გადაღებას სექტემბერში გერმანიაში ვფიქრობ. ეს ელექტრონული სიმღერაა, რასაც გერმანული გარემო უფრო უხდება. ორი კვირის წინ ვიყავი იქ ჩასული და ადგილები შევათვალიერე გადასაღებად.

ამჟამად ვმუშაობ სიმღერაზე სახელწოდებით Milestone, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ცხოვრებასა თუ კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს სიმღერა დაწერა ქართველმა კომპოზიტორმა, რომელსაც იცნობენ სახელით უტა (Uta). ჩემი სიმღერების უმეტესობა მისი დაწერილია.

— ვიცი, რომ არც ისე დიდი ხნის წინ დაგაჯილდოვეს. რა ჯილდო გადმოგეცათ?

— „ოქროს ნოტი“, რომელიც ჩემს ხუთკაციან George Guren's band-ს მივუძღვენი. ამ ბენდში ყველა ბერძენია. ერთ-ერთი მომღერალი, 65 წლის ნიკოს იდრეოსი მრავალი წელი იან გილანის ცნობილი ჯგუფის Deep Purple-ს წევრი იყო. ის დღესაც უკრავს იმ გიტარაზე, რომელიც იან გილანმა პერსონალურად მისთვის დაამზადებინა. ამ გიტარის ფასი 100 ათასი დოლარია.

— მკითხველს შევახსენებ, რომ ბოლო დროს ხატვაც დაიწყეთ, ამ კუთხით ხომ არ არის რაიმე სიახლე?

— ხატვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია ვერ ვხატავ, რადგან მხედველობის პრობლემა შემექმნა და მკურნალობის შემდეგ ოპერაციული ჩარევა გახდა აუცილებელი. როგორც კი ოპერაციას გავიკეთებ, ჩემს საყვარელ გატაცებას მაშინვე დავუბრუნდები.

© Photo: Courtesy of George Gurenჯორჯ გურენის შემოქმედება
ქართველის მიერ შექმნილი ბენდი ათენში და მისი გიტარისტი, რომელიც Deep Purple-ში უკრავდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ჯორჯ გურენის შემოქმედება

— ადრე ინტერვიუში მითხარით, რომ ცოტა ხანში თქვენი სიმღერების ალბომი უნდა გამოსულიყო, რომელშიც ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე სიმღერები შევიდოდა. გამოვიდა ეს ალბომი?

— ეს სიმღერები Electro Pop R&B სტილში შექმნილი ბალადებია და მათი უმეტესი ნაწილი ქართულენოვანია, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ენა და ქვეყანა. ქართულ სიმღერებს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს რეპერტუარში. ვფიქრობ, ქართველი მსმენელი ამ ალბომში განსხვავებულ, თბილ და ენერგიულ სიმღერებს მოისმენს.

საქართველოში ოთხი წელია არ ვყოფილვარ და როცა ვნახე, ქვეყანა ძალიან შეცვლილი იყო. ბედნიერი ვიქნები, თუ ყოველი ნახვისას საქართველო იქ მომხდარი სასიამოვნო სიახლეებით გამაოცებს. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ხომ ჩემი მშობლიური ქვეყანაა...

ყველა ახალი ამბავი
0