როგორ დაიპყრო ფილმ „დამცველების“ ქართველმა მსახიობმა რუსეთი

© photoL: courtesy of Apolon Kublashviliაპოლონ კუბლაშვილი
აპოლონ კუბლაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამას წინათ რუსეთის პირველ არხზე გაიმართა მრავალსერიანი ფილმის „დამცველები“ პრემიერა. ერთ-ერთი მთავარი როლი ქართველმა მსახიობმა, თბილისის გრიბოედოვის დრამატული თეატრისა და თავისუფალი თეატრის წამყვანმა მსახიობმა აპოლონ კუბლაშვილმა შეასრულა.

იურიდიულ დრამაში, რომლის მთავარი გმირი მოხერხებულად იძიებს ყველაზე ჩახლართულ საქმეებს, კუბლაშვილი მოგვევლინა ახალგაზრდა ქართველის გურამის როლში, რომელსაც უსამართლოდ აბრალებენ მძიმე დანაშაულის ჩადენას.

აპოლონის შესანიშნავმა სამსახიობო ოსტატობამ რუსი ტელემაყურებელი გულგრილი არ დატოვა. სოციალურ ქსელებში მისმა თაყვანისმცემლებმა ეპითეტები არ დაიშურეს.

იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა მსახიობმა მაყურებლების გულის დაპყრობა, როგორ მიმდინარეობდა გადაღებები და რატომ არ თანხმდება კუბლაშვილი ნებისმიერ როლს, მსახიობი „Sputnik-საქართველოს“ ესაუბრა.

© photoL: courtesy of Apolon Kublashviliაპოლონ კუბლაშვილი
როგორ დაიპყრო ფილმ „დამცველების“ ქართველმა მსახიობმა რუსეთი - Sputnik საქართველო
აპოლონ კუბლაშვილი

- აპოლონ, ვის პატივსაცემად დაგარქვეს ეს სახელი?

- პაპის პატივსაცემად. მაგრამ მე ის არ მახსოვს: ის 1971 წელს გარდაიცვალა, მე კი 1981-ში დავიბადე. საქართველოში ეს უჩვეულო სახელია. ბნელ 90-იანებში ჩემს სახელზე ზოგჯერ მასწავლებლებსაც ეცინებოდათ.

იშვიათი სახელია. ზოგიერთ ჩემს კლასელს საერთოდ არც ჰქონდა გაგონილი, იცინოდნენ, მაგრამ ეს ბავშვობაში. შემდეგ კი ძალები მოვიკრიბე და სიტყვას ვუბრუნებდი ხოლმე. ისე პოლიკას, პოლის მეძახიან.

- საკუთარი თავი ეკრანზე უფრო მოგწონთ თუ სცენაზე?

- არც ეკრანზე და არც სცენაზე.

- რატომ?

- ჩემს ნამუშევრებს ეკრანზე საერთოდ არ ვუყურებ, რადგან როცა საკუთარ თავს უყურებ, სულ ფიქრობ - აი აქ შეიძლებოდა უკეთ მეთამაშა. თავიდან ვუყურებდი და ვბრაზობდი ხოლმე. მაგალითად, ნანა ჯანელიძის ფილმში „მშრალი ხიდის სიზმრები“ თავადის როლს ვასრულებ. როდესაც პირველად ვნახე ჩემი თავი ამ ფილმში, მივხვდი, რომ რომელიღაც მომენტები არც ისე კარგად შევასრულე, როგორც ვისურვებდი. ამიტომ გადავწყვიტე, აღარ ვუყურო და ზედმეტად არ ავიშალო ნერვები.

რეჟისორ მიშელ ხაზანოვიჩუსის ფილმშიც შევასრულე ეპიზოდური როლი (ხაზანოვიჩუსს ერთ-ერთი ფილმისთვის „არტისტისთვის“ „ოსკარიც“ აქვს აღებული). ესაა 2014 წელს გადაღებული ფრანგულ-ქართული ფილმი „ძიება“, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის მოვლენებს აღწერს. სხვათა შორის, ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული კანის კინოფესტივალზე. სწორედ კანის ფესტივალს ესწრებოდა ჩვენი კულტურის მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ ფილმი ჩემი კადრებით იწყება და სასიამოვნოდ იყო გაოცებული.

- როგორ მოხვდით სერიალ „დამცველებში“?

- შემთხვევით. ერთი კარგი გოგონაა თამარ გოგიჩაიშვილი. ის დამიკავშირდა და სინჯებში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. ჩემი მომავალი როლის ნაწყვეტი, ერთი სცენა გამომიგზავნეს. ვიდეო ჩავწერე და გავუგზავნე. მოეწონათ.

- ხომ არ გაგიჭირდათ რამდენიმე ქვეყანაში გადაღებებზე სიარული? როგორც ჩემთვის ცნობილია, ფილმს იღებდნენ ბელარუსში, რუსეთსა და საქართველოში.

- დიახ, ექვსი თვე გრძელდებოდა, თბილისში სპექტაკლების შემდეგ მივფრინავდი ხან მინსკში, ხან მოსკოვში. თბილისში მხოლოდ ერთი დღე მიღებდნენ. მინდა ვთქვა, რომ მართლაც არაჩვეულებრივი გუნდი იყო. როგორი ფილმი გამოვიდა, არ ვიცი, მხოლოდ ტრეილერს ვუყურე. მაგრამ კარგი შეფასება დაიმსახურა.

- შემიძლია გითხრათ, რომ ბევრს, მათ შორის მეც, ფილმი ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით, თქვენი შესრულებული როლი. ქსელში უამრავი საქებარი სიტყვა დაიწერა.

- თამარმა გამომიგზავნა რამდენიმე შეფასება, წავიკითხე. მართალია, სასიხარულო და სასიამოვნოა, მაგრამ მაინც როგორღაც უხერხულად ვგრძნობ თავს. სიმართლე გითხრათ, სპექტაკლის შემდეგ სცენაზე გამოსვლა და ქების მოსმენა მაინცდამაინც არ მიყვარს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და ბევრი უნდა ვიმუშაო.

- გურამის როლი არის რამით ახლოს თქვენთან?

- არა, მასთან საერთო არაფერი მაქვს.

- გადაღებების დროს კურიოზებს ხომ არ გაიხსენებდით?

- ფილმში მოვლენები გაზაფხულზე ვითარდება. ჩვენ კი ზამთარში ვიღებდით. პერანგსა და პიჯაკში მოსკოვში ძალიან ციოდა. მე ხომ ქართველი ვარ, სითბოს მიჩვეული. ყინვებს ვერ ვიტან. არანორმალური სიცივე იყო.

- მინსკშიც?

- მინსკში საშინელება - მინუს 25 გრადუსი ყინვა. თან ოპერატორები გვთხოვდნენ, ისე გველაპარაკა, რომ პირიდან ორთქლი არ გამოსულიყო. ვეუბნებოდი, ილუზიონისტი ხომ არ ვარ-მეთქი. ვიწვალეთ ერთი-ორი საათი და ბოლოს და ბოლოს დავასრულეთ. და ამ დროს, მოულოდნელად, იმ სახლის მეორე სართულიდან, სადაც სცენას ვიღებდით, გამოდის 70 წლის ბებო. გაუგია, რომ ქართველი ვიყავი, კარს ფეხი ჰკრა, ოთახიდან ისმის ვისოცკის სიმღერები... გამოდის და ამბობს: „ამ ქართველ მსახიობს ვეპატიჟები ბელარუსულ ქოხში!“ ყველაფრის ხელახლა გადაღება მოგვიწია.

- არ ესტუმრეთ?

- არა, არ გაგვიშვეს... არადა, ცოდო იყო ბებო.

© Sputnik / Alex Shlamovსპექტაკლი „შინელი" გრიბოედოვის თეატრში
როგორ დაიპყრო ფილმ „დამცველების“ ქართველმა მსახიობმა რუსეთი - Sputnik საქართველო
სპექტაკლი „შინელი" გრიბოედოვის თეატრში

- აპოლონ, ესე იგი, რუს კინემატოგრაფისტებთან მუშაობა მოგწონთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ისინი პროფესიონალები არიან, მეორეც, ეს დიდი კინობაზარია, და ბოლოს - კარგი კულტურული კავშირებია.

- თბილისში გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში და თავისუფალ თეატრში თამაშობთ. რამდენად განსხვავებულია ამ ორ სცენაზე მუშაობა?

- პირველ რიგში, განსხვავებულია რეპერტუარი. თუ გრიბოედოვის თეატრში ძირითადად კლასიკას ვდგამთ, თავისუფალში იდგმება ქართველი და უცხოელი დრამატურგების პიესები.

© Facebook / Griboedov Theatreსპექტაკლი „შინელი" გრიბოედოვის თეატრში
როგორ დაიპყრო ფილმ „დამცველების“ ქართველმა მსახიობმა რუსეთი - Sputnik საქართველო
სპექტაკლი „შინელი" გრიბოედოვის თეატრში

შემდეგ - ენები: ქართული და რუსული, რომელიც ჩემთვის მშობლიური ენა არ არის. ასე რომ, როდესაც გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ვდგავარ, ორმაგი სამუშაოს შესრულება მიწევს: პერსონაჟის განსახიერება, თანაც არამშობლიურ ენაზე. მაგრამ ეს დიდი სიამოვნებაცაა.

- კარანტინს როგორ ეგუებით?

- საშინელებაა, რა თქმა უნდა. ბუნებით მშვიდი ადამიანი არ ვარ, სახლში ჯდომა დიდად არ მიყვარს. ამასთან, მყავს პატარა შვილი, რომელსაც ასევე უჭირს დიდხანს სახლში ჯდომა. ერთი სიტყვით, ვცდილობ, მაგრამ მაინცდამაინც არ გამომდის. ხშირად მიწევს სახლიდან გასვლა.

© photoL: courtesy of Apolon Kublashviliაპოლონ კუბლაშვილი ვაჟთან ერთად
როგორ დაიპყრო ფილმ „დამცველების“ ქართველმა მსახიობმა რუსეთი - Sputnik საქართველო
აპოლონ კუბლაშვილი ვაჟთან ერთად

ახლაც მივდივარ. დამირეკეს, საჭიროა რაღაც მასალის გახმოვანება. საერთოდ, რომ შეიძლებოდეს დისტანციურად სპექტაკლების ჩატარება ან რამის გადაღება, სიამოვნებით გავაკეთებდი. მაგრამ არ გამოდის.

- ქართულ ფილმებში იშვიათად თამაშობთ, რატომ?

- საქართველოში ავთანდილ ვარსიმაშვილის რამდენიმე ფილმში ვითამაშე. დანარჩენი ჩვენს ქვეყანაში რატომღაც დაბალბიუჯეტიანი ფილმებია. სიმართლე გითხრათ, აქ იშვიათად ვთამაშობ, იმიტომ არა, რომ ცოტას იხდიან. უბრალოდ სერიოზული პროექტები არ შემხვედრია. მაგალითად, ბევრჯერ დაურეკავთ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ და ყოველთვის უარს ვამბობ. ჩემი არ არის.

- ესე იგი, ყველანაირ როლს არ თანხმდებით?

- დიახ, თეატრშიც ასე ვარ. რამე კარგად რომ შეასრულო, უნდა ითამაშო მთელი გულით. და როდესაც ეს როლი შენი არ არის, ამის გაკეთება რთულია. იცით, არ მაქვს მხოლოდ მთავარი როლების შესრულების ამბიცია. შეიძლება მეორეხარისხოვანი და ეპიზოდური, მაგრამ საინტერესო როლების შესრულებაც. თუნდაც ყრუ-მუნჯისა, მაგრამ გულით. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ტარანტინოსთან ვითამაშებ თუ კოღუაშვილთან, მთავარია - ასი პროცენტით მივიტანო მაყურებელთან ის, რასაც განვიცდი და ეს იდეალურად გავაკეთო.

ყველა ახალი ამბავი
0