გოგრებით და ყურძნის მტევნებით შექმნილი ნამუშევრები

© photo: courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილი
ვერა მოსიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერა მოსიაშვილმა სულ ცოტა ხანია, რაც საზოგადოებას თავისი ხელნაკეთი ნივთები გააცნო. რამდენიმე ფესტივალი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საზოგადოებას  მისი გოგრები, ყურძნები და აქსესუარები შეეყვარებინა.  ოთხი შვილის დედა ყოველ ღამე დროს საყვარელი საქმისთვის ნახულობს  და მთელი დღის დაგროვილი ემოციები ნამუშევრებში გადააქვს.

ნინი რაზმაძე   

 

– როგორ ახერხებთ ოთხი შვილის დედა დროის გამონახვას ულამაზესი ნივთების დასამზადებლად?

– ხელნაკეთ ნივთებს ბავშვობიდან ვამზადებ.  ხატვა, თიხაზე ძერწვა ჩემთვის ყოველთვის ჰობი იყო... ის,  რაც სილამაზესთან კავშირშია,  ჩემებურად აღვიქვამდი და გადმოვცემდი. ბოლო პეროდში შვილების გამო დიდი დროს ვატარებ სახლში, ზოგადად, აქტიური ადამიანი ვარ და მივხვდი რომ რაღაც უნდა მეკეთებინა. დაახლოებით ერთი წელია რაც მასშტაბური სახე მიეცა ჩემს საქმეს. ბევრია ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ რეალიზებას ვერ ახდენს. ყველა უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული,  წარმატების  საიდუმლო ხომ  შეუპოვრობა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულია. 

© photo: courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენა
გოგრებით და ყურძნის მტევნებით შექმნილი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ვერა მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენა

– ბავშვები არ  იღებენ მონაწილებას ნვთების შექმნაში?

– მარტო ვაკეთებ ყველაფერს, თუმცა,  ბავშებიც  მეხმარებიან. საახალწლო პერიოდში  უფრო აქტუალური რკოები და  გირჩებია, რომელსაც ბავშვები თავისი პატარა ხელებით მიგროვებენ, იციან რომ დედიკომ მათგან რაღაც ლამაზი უნდა შექმნას.

– რას  სთავაზობთ მომხმარებელს ?

– არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ნივთები რაღაც განსხვავებული ყოფილიყო.  რაც მომწონდა იმას ვქმნიდი – გულსაბნევები, საყურეები,  სამაჯურები და ა.შ..  ამ ბოლო პერიოდში აქტუალური იყო ღვინის ფესტივალი, სადაც ვიცოდი, რომ ჩემს აქსესუარებს ამ ფესტივალზე ვერ გავიტანდი და ამიტომ  გავაკეთე ყურძნები, გოგრები... ყველას ძალიან მოეწონა. თითოეული მარცვალი ცალ-ცალკე დავამზადე, ვაზის ტოტები მქონდა და მასზე მივამაგრე, მერე ნაჭრისგან  ფოთლებიც დავამზადე. ჩემმა კუთხემ მთლიანობაში დიდი მოწონება დაიმსახურა.  მსგავსი ყურძნები არ შემხვედრია.  ძალიან სასაიმოვნოა როდესაც  მოდიან და შენ შექმნილ ნივთებთან სურათებს იღებენ, მადლობას გიხდიან მათი შექმნისთვის. ჩემს კუთხესთან ისე მოვაწყვე ყველაფერი,  რომ ნამდვილი შემოდგომა გეგონებოდა... 

© photo: courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილის ნამუშევარი
გოგრებით და ყურძნის მტევნებით შექმნილი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ვერა მოსიაშვილის ნამუშევარი

– თქვენი პირველი შემფასებლები,  ალბათ,  შვილები არიან...

– დიახ, ძალზე აღფრთოვანებულები და გახარებული არიან,  როცა მათი სკოლის მასწავლებელი და დირექოტორი ჩემს ნამუშევრებს აქებენ. ხშირად მათი თხოვნით ნივთებს ვამზადებ, რომელსაც ისინი სხვებს ჩუქნიან. ეს პროცესი მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– არ გაგიჭირდათ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება?

– როდესაც ჩემი ნამუშევრები პირველად გავიტანე, მითხრეს რომ რაღაც უფრო ქართული უნდა დამემზადებინა, რომელიც უცხოელებს მიიზიდავა.  მივხვდი, რომ ორ დღეში ვერ მოვასწრებდი რაიმე ახალი და თან ქართული ნივთის დამზადებას – მაშინ ყველაფერი უკრაინელებმა შეიძინეს.  

© photo: courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილის ნამუშევრები
გოგრებით და ყურძნის მტევნებით შექმნილი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ვერა მოსიაშვილის ნამუშევრები

– ქართული ახსენეთ, ხომ არ აპირებთ  ქართული ორნამენტების შეტანას თქვენს ნამუშევრებში?

– ჯერჯერობით არა, თუმცა, ეგ დროც მოვა.  ქართული ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ მხოლოდ მასზე არ არის მოთხოვნა. ვფიქრობ,  რომ  დღევანდელ ბაზარზე ბევრი არის ქართული ორნამენტებით შექმნილი ნივთები, ამიტომ ვიღაცას შეიძლება განსხვავებულიც მოეწონოს. 

© photo: courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილის ნამუშევრები
გოგრებით და ყურძნის მტევნებით შექმნილი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ვერა მოსიაშვილის ნამუშევრები

– უახლოესი გეგმებზე მოგვიყევით..

– დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გაიმართოს  საახალწლო ფესტივალი „ქართული გემო“ ,  რომელზეც ჩემს ნამუშევრებს წარმოვადგენ.  რადგან წელს ღორის წელი მოდის, გოჭის დამზადება დამიკვეთეს. ახლა ძირითადად საახალწლო აქსესუარების დამზადებაზე ვარ გადართული.  მინდა მოყვარულ ან  დამწყებ დიზაინერებს ვურჩიო,  ნებისმიერ სამუშაოს შემოქმედებითად მიუდგნენ და ნებისმიერი საქმე სიამოვნების წყაროდ გადაიქცევა.

ყველა ახალი ამბავი
0