შევქმნათ თვითმენეჯმენტი - რას გვირჩევს კომუნიკაციის ექსპერტი

© FB / Mako Mako Jaoshviliმაკო ჯაოშვილი
მაკო ჯაოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, საკონსულტაციო კომპანია "სევენთის" დამფუძნებელი, კომუნიკაციის ექსპერტი პიარ-სპეციალისტი მაკო ჯაოშვილი „Sputnik-საქართველოს“ მკითხველს თვითმენეჯმენტის შესახებ ესაუბრება.

რაიმეს შეცვლა თუ გინდა, საკუთარი თავით უნდა დაიწყო. ამ ცვლილებებმა სასიკეთო შედეგები რომ მოგვიტანოს, უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, რა შეგვიძლია და რისკენ მივისწრაფვით. ამის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ცხოვრებისეული არჩევანი და მიდგომებიც შესაბამისად შევარჩიოთ. ერთი საკვანძო მომენტი, რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს პროფესიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, პრაქტიკულად შესრულებული თვითმენეჯმენტით შემოთავაზებული რეკომენდაციებია. 

კლასიკური განმარტებით, თვითმენეჯმენტი გვაძლევს შესაძლებლობას ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ შეგრძნებების, ემოციებისა და მოქმედებების მართვა. ამ უნარ-ჩვევას გადამწყვეტი როლი ენიჭება პირად თუ საქმიან ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური სწავლების თანახმად, ისეთები ვართ, როგორადაც ჩვენი ფიქრები და ქმედებები გვაყალიბებს. ამიტომ აქტუალურია მიზნების სამოქმედო გეგმის პარალელურად სწორად ვმართოთ ჩვენი ფიქრები, ემოციები თუ დამოკიდებულება გარშემო არსებული სიტუაციის მიმართ.

© FB / Mako Mako Jaoshviliმაკო ჯაოშვილი
მაკო ჯაოშვილი - Sputnik საქართველო
მაკო ჯაოშვილი

რა უნარს გავიუმჯობესებთ ამ მიდგომით? რასაკვირველია, თვით-დამაჯერებლობას, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების გზას პოზიტიურ ჭრილში ვუყურებთ და მზად ვართ, საკუთარი თავის იმედად შევერკინოთ აქა-იქ წამომართულ ბარიერებს. რაც მეტად ვირწმუნებთ ჩვენს სიძლიერეს, მით უფრო გაბედული ვხდებით და გაცილებით მეტ შემართებას ვავლენთ დასახული მიზნის მისაღწევად. 

აქვე გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას:

1. იაზროვნეთ პოზიტიურად

2. იყავით ბედნიერი სულ მცირედითაც 

3. შეაქეთ და წაახალისეთ საკუთარი თავი

4. შემოიკრიბე დადებითი აურის მქონე ადამიანები

წარმატებულ ადამიანთა ისტორიებს თუ გადავხედავთ, ცხოვრების მანძილზე მათ სწორი თვითშეფასების უნარი გამოიმუშავეს და გულმოდგინე შრომით მიაღწიეს სასურველ შედეგს. 

თვითმენეჯმენტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საჭირო შემადგენელი ნაწილია დროის მართვა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები. ეს  ფასეულ  კომპონენტს წარმოადგენს ნებისმიერ სამუშაო პირობებთან ადაპტაციისთვის. დრო ყველაზე ძვირად ღირებული აქტივია და განსაკუთრებით ბიზნეს-საქმიანობის წარმატებული განვითარების პროცესში ფასდება. კლასიკური მიდგომა დროის სწორად მართვაში გვასწავლის: 

1. დაყავით პრიორიტეტებად შესასრულებელი საქმეები

2. შეადგინეთ გეგმა-გრაფიკი რესურსის რაციონალური განაწილებით 

3. დააბალანსეთ დრო მუშაობისა და ძალების აღდგენისთვის

4. განსაზღვრეთ საქმის კეთების ოპტიმალური ვადები

თვითმენეჯმენტის შედეგად კიდევ უფრო მატულობს ჩვენივე მოტივაციის ხარისხი. მისი განმაპირობებელი, მეტწილად, დადებითი იმპულსებიდან წარმოშობილი ბიძგია,  თუმცა სტიმულირება ზოგჯერ უარყოფითი ხასიათისაც შეიძლება იყოს. მაგ: როცა რაიმეს გვინდა გავექცეთ, ეს ნეგატიური მუხტით განპირობებული ქმედებაა. პროცესებში ჩართულობა თავისთავად გვეხმარება ცხოვრების „აღმართ-დაღმართებზე“ ადვილად სიარულსა და შთაგონების განვითარებაში. ასე იბადება მეტი ენთუზიაზმი წინსვლისათვის. პროცესებისადმი ინტერესი იმ გრძნობასაც აღვივებს, რომ თავად გავშალოთ „იალქანი“ და არ დაველოდოთ, როდის დაუბერავს „ზურგის ქარი.“


ყველა ახალი ამბავი
0