ირაკლი ჭაღიაშვილის თავბრუდამხვევი ვოიაჟი და უჩვეულო ისტორიები

© courtesy of Irakli Chagiashviliირაკლი ჭაღიაშვილი
ირაკლი ჭაღიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ირაკლი ჭაღიაშვილია. იგი იუსტიციის სახლში IT-manager-ის პოზიციაზე მუშაობს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც ახერხებს წელიწადში რამდენჯერმე იმოგზაუროს უცხო ქვეყნებში.

პირველად 13 წლის ასაკში გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი და მას მერე არ გაჩერებულა. უკვე 25 ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა ამბობს, რომ ეს მცირე ნაწილია, წინ უამრავი თავგადასავალი და საუცხოო ქვეყანა ელოდება.

© FB / Irakli Chagiashviliირაკლი ჭაღიაშვილი: მოგზაურობას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია
ირაკლი ჭაღიაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ჭაღიაშვილი: მოგზაურობას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია

— მოგზაურობის გარდა ჩემი ინტერესის სფერო და ჰობი არის კოლექციონერობა. ვაგროვებ დროშებს, საკოლექციო მოდელებს და ყველა ტიპის ტრანსპორტის სახეობას. თუმცა, მოგზაურობას პირველი თუ არა, მეორე ადგილი ნამდვილად უკავია ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემთვის სუნთქვასავითაა და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ვცდილობ, წელიწადში 9-10-ჯერ მაინც გადავკვეთო ქვეყნის საზღვარი.

- პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ.

— პირველად 13 წლისა წავედი უცხოეთში სამოგზაუროდ, თანაც, საკუთარ დაბადების დღეს. ეს ქვეყანა იყო თურქეთი, ქალაქი იზმირი. ამ მოგზაურობამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. შემიძლია ვთქვა, რომ მას მერე, ფაქტობრივად, არ შევხვედრივარ დაბადების დღეს სახლში.

- ყველაზე მეტად, რა დაგამახსოვრდათ ამ მოგზაურობიდან?

— იმ პერიოდში აქ შუქი და წყალი გრაფიკით გვქონდა. გამაოცა იმან, რომ აღმოვაჩინე ქალაქი, სადაც დამხვდა უცხო გარემო და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი. ქუჩების სისუფთავემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სტუმრად სადაც ვიყავი, იქ შუქიც და, ჩემდა გასაკვირად, ცივის გარდა, ცხელი წყალიც მოდიოდა ონკანში. არდა, იმ დროს ჩვენთან „ტაშტებში“ ბანაობდნენ „კიპიწელნიკით“ ადუღებული წყლით.

© courtesy of Irakli Chagiashviliირაკლი ჭაღიაშვილი: ვცდილობ, წელიწადში 9-10-ჯერ მაინც გადავკვეთო ქვეყნის საზღვარი
ირაკლი ჭაღიაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ჭაღიაშვილი: ვცდილობ, წელიწადში 9-10-ჯერ მაინც გადავკვეთო ქვეყნის საზღვარი

- ამ მოგზაურობამ იქონია გავლენა შემდეგ მოგზაურობებზე?

— რა თქმა უნდა. უკან დაბრუნების შემდეგ უფრო იმატა მოგზაურობის სურვილმა. ყოველი მოგზაურობის შემდეგ ასეა, სურვილი მიჩნდება უფრო მეტი ადგილები და ქვეყნები მოვინახულო.

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

— ამ დრომდე 25 ქვეყანა მოვინახულე. რამდენიმე დღეა, იტალიიდან ჩამოვედი და მიკვრის, ამდენი ხანი როგორ არ ვიყავი ნამყოფი. საოცარი ქვეყანაა თავისი ისტორიით, კულტურით, გამაოგნებელი სანაპიროებით.

კიდევ გამოვყოფდი გერმანიას და გერმანელებს — წესრიგისა და კანონის მოყვარულ ხალხს.

არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ბელორუსიას, ქვეყანას, რომელმაც, მართლა გამაოცა. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება ნახოს, როგორ იყო გამართული საბჭოთა კავშირი სრული სვლით, შეუძლია ესტუმროს ამ ქვეყანას.

© FB / Irakli Chagiashviliირაკლი ჭაღიაშვილი: მოგზაურობა ჩემთვის განათლებაა
ირაკლი ჭაღიაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ჭაღიაშვილი: მოგზაურობა ჩემთვის განათლებაა

- ალბათ მარტო არ დადიხართ, ვინ გიწევთ ამ დროს მეგზურობას?

— ყველანაირი შემთხვევა მქონია. მეგზურობა მეგობრებსაც გაუწევიათ და შეყვარებულსაც, მაგრამ მაინც მარტო მოგზაურობაა ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო. იმიტომ რომ არავინ გიშლის ხელს, მიდიხარ იქ, სადაც გინდა, ირჩევ იმ გზასა და მიმართულებას, რომელიც შენთვის არის მისაღები და სხვის აზრზე არ ხარ დამოკიდებული. უსმენ მხოლოდ საკუთარ „მეს“ და საკუთარ „მინდას“.

- ტურს თავად გეგმავთ?

— ტურს ვგეგმავ თავად — თვითმფრინავის ბილეთებით დაწყებული, შიდა გადაადგილებითა და სასტუმროებით დასრულებული.

- თქვენი ფავორიტი ქვეყანა რომელია?

— გამოვყოფდი უკრაინას. ეს არის ქვეყანა, სადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. როგორც ჩემი უკრაინელი მეგობარი ამბობს, იქ ისე ვარ, როგორც თევზი წყალში.

არ შემიძლია არ აღვნიშნო უნგრეთი — ულამაზესი ბუდაპეშტი, ასევე ქალაქი პეტერბურგი. ეს ქალაქი-მუზეუმებია,  რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა. იქ განცდილსა დ მიღებულ შთაბეჭდილებებს ვერანაირი  სიტყვით ვერ გამოვხატავ.

საუცხოოა გერმანიაში „ოქტომბერფესტზე“ დასწრება. ეს არის ევროპის ერთ-ერთი საოცარი მოვლენა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო და დაესწრო. ულამაზესია ოლიმპოს მთა ათენში — მართლაც ღმერთების დიდებული სამფლობელო, და ასევე ბელგიის ძალიან ლამაზი და კოპწია ქალაქი ბრიუგე.

© FB / Irakli Chagiashviliირაკლი ჭაღიაშვილი: ამა თუ იმ ქვეყანას, პირველ რიგში, კულტურული და შემეცნებითი მზერით ვუცქერ
ირაკლი ჭაღიაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ჭაღიაშვილი: ამა თუ იმ ქვეყანას, პირველ რიგში, კულტურული და შემეცნებითი მზერით ვუცქერ

- როგორც მივხვდი, კულტურული ცენტრები გიზიდავთ…

— მოგზაურობა ჩემთვის განათლებაა, ერთი დიდი გადაშლილი წიგნი, რომელიც უნდა დაინახო, წაიკითხო და მერე შენებურად დაწერო. ამიტომ, ამა თუ იმ ქვეყანას, პირველ რიგში, კულტურული და შემეცნებითი მზერით ვუცქერ. რამდენიმე კვირის წინ, როცა ვიყავი იტალიაში, მივხვდი, რომ ეს ქვეყანა დახატულია!!!

- მოგზაურობისას უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

— ერთხელ სტამბულში, სანამ სხვა თვითმფრინავზე გადავჯდებოდი, 6 საათიანი შუალედი მქონდა. აეროპორტში. გოგონა გავიცანი, ლაპარაკს შევყევით, მერე ცოტა ღვინოც მივირთვით, საუბარი რომ უფრო მხიარული და სასიამოვნო გამხდარიყო. ბოლოს ისე მოხდა, რომ ბილეთი გადავცვალე და ახალგაცნობილი გოგო სამშობლოში გავაცილე.  ცოტა ხანი სტუმრადაც დავრჩი. დღესაც სასიამოვნოდ მახსენდება ეს ისტორია.

- რომელ ქვეყანაში ამოყავით თავი?

— რუსეთში — მოსკოვსა და კრასნოდარში.

© courtesy of Irakli Chagiashviliირაკლი ჭაღიაშვილი: ასეთი იყო ჩემი მოულოდნელი მასპინძელი ქალაქი
ირაკლი ჭაღიაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ჭაღიაშვილი: ასეთი იყო ჩემი მოულოდნელი მასპინძელი ქალაქი

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

— ნოემბერში ვიმოგზაურე ექსტრემალურად. გირჩევთ ყველას, რომ გაითვალისწინოთ, რასაც გეტყვით და ყურადღებით იყოთ.

სიცილიიდან მილანში ჩავფრინდი. 6 საათში საქართველოსკენ მქონდა რეისი. რა თქმა უნდა, დავრჩი აეროპორტში და დაველოდე ჩემს რეისს. დაიწყო რეგისტრაცია, მე და ჩემმა მეგობრებმა ჩავაბარეთ ბარგი. შემდეგ საპასპორტო კონტროლიც გავიარეთ. ბოლოს მე და კიდევ 15 ჩემი თანამოქალაქე გასასვლელ კართან  მივედით და… კომპანიის წარმომადგენელმა გამოგვიცხადა, რეისზე დააგვიანეთო — ბორტზე ასვლის უფლება არ მოგვცეს.

ატყდა ერთი ამბავი და ჩოჩქოლი. სრულიად უსაფუძვლოდ არ გვიშვებდნენ ხომალდში, იმიტომ რომ დაგვიანების გარეშე ვიყავით ადგილზე. 25-30 წუთი გააჩერეს რეისი და ბარგის ჩამოზიდვა დაიწყეს იმის მაგივრად, რომ ჩვენ ავეშვით თვითმფრინავზე. მერე გავიგეთ, რომ ადგილები არ ყოფილა და ფიზიკურად ვერ აგვიშვებდნენ ბორტზე. ადგილები კი იმიტომ არ იყო, რომ კომპანიას ორჯერ გაუყიდია ბილეთები. კომპეტენტურიც არ აღმოჩნდა არავინ, ვისთანაც ამ ყველაფერს გავასაჩივრებდით. ამიტომ ყველამ თავიდან ვიყიდეთ ბილეთები და სხვა რეისით დავბრუნდით სამშობლოში. ახლა ვემზადებით, რომ ვუჩივლოთ იმ კომპანიას.

© FB / Irakli Chagiashvili ირაკლი ჭაღიაშვილი: ჩემი ოცნების ქვეყანა ბრაზილიაა. ახლაც ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრების ფორმა მაცვია
ირაკლი ჭაღიაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ჭაღიაშვილი: ჩემი ოცნების ქვეყანა ბრაზილიაა. ახლაც ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრების ფორმა მაცვია

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— ჯერჯერობით იტალიურს. როგორც ნამდვილ ხინკალს მხოლოდ საქართველოში გასინჯავ, ისე მხოლო იქ დააგემოვნებ ნამდვილ პიცასა და სპაგეტის. მაგრამ ზღვის პროდუქტებმა, რომლებიც სიცილიაზე მივირთვი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

- თქვენი საოცნებო ქვეყანა რომელია?

— ოცნების ქვეყნები! ესენია ბრაზილია და იაპონია. აი ახლაც ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრების ფორმა მაცვია.

- ამ ეტაპზე სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— ახლო მომავალში მივდივარ რუსეთში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უნდა დავესწრო. მერე კი მსურს, ისრაელში წავიდე. იმედი მაქვს, გართულებების გარეშე შემიშვებენ მესაზღვრეები ქვეყანაში…

ყველა ახალი ამბავი
0