07:50 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
რუსული როკ-ჯგუფი „მუმი ტროლი“

Mumiy Troll-ი მზად არის ქართული ენის სწავლა დაიწყოს

courtecy by Ilya Lagutenko
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
ანასტასია შრაიბერი
32 0 0

რუსული როკ-ჯგუფი Mumiy Troll 5 ოქტომბერს ქართველი ფანების წინაშე თბილისის სპორტის სასახლეში წარდგება

იმის შესახებ, რა მოგონებები აკავშირებს ჯგუფს საქართველოსთან, რას ამზადებს ის თბილისის კონცერტისთვის, რომელი ქართველი შემსრულებლების მუსიკას სიამოვნებით უსმენენ ჯგუფ Mumiy Troll-ის ლიდერის ბავშვები, ილია ლაგუტენკომ „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გვიამბო.

-საქართველოში ჯგუფ Mumiy Troll-ის კონცერტები ორჯერ ჩატარდა: 2004 და 2013 წლებში. რა მოგონებები და ემოციები დაგრჩათ იმ კონცერტებიდან? შეგიძლიათ რაიმე საინტერესო მომენტები გაიხსენოთ?

— ერთ-ერთი ვიზიტის დროს ახლო მეგობარმა დაგვპატიჟა მის მშობლიურ სოფელში, სადაც ის დაიბადა და მისი ოჯახი ცხოვრობდა. მთელ სოფელთან ერთად დილამდე ვქეიფობდით, გამთენიისას გვეჩვენებოდა, რომ აქ მთელი ცხოვრება გავატარეთ. საოცარი ქართული სტუმართმოყვარეობა, მისი საუკეთესო გამოვლინებით. აქამდე არ მჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.

Концерт группы Мумий Тролль
© Sputnik/ Владимир Астапкович
როკ-ჯგუფ „მუმი ტროლის“ ლიდერი ილია ლაგუტენკო

-გასტროლების გარდა თუ ყოფილხართ საქართველოში?

— სამწუხაროდ არა. სულ ვფიქრობ, პენსიაზე რომ გავალ, ყველა ჩემთვის სასიამოვნო ადგილს ხელახლა მოვივლიდი.

-თქვენს კონცერტს თბილისში ფანების მთელი ჯარი ელოდება. საქართველოში ძალიან უყვარხართ და სიამოვნებით გისმენენ. გვიამბეთ მომავალი კონცერტის შესახებ: კონცერტი მხოლოდ ალბომ "მორსკაიას" 20 წლის იუბილეს მიეძღვნება? ხომ არ შეასრულებთ სიმღერებს სხვა ალბომებიდან, ან იქნებ, სინგლებს მომავალი ალბომიდან?

— პროგრამის დიდი ნაწილი "მორსკაიას" სიმღერები იქნება, მაგრამ გვესმის, რომ ქართველ მსმენელს დიდი ხანია არ მოუსმენია ჩვენი სიმღერები, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროგრამა-რეტროსპექტივა — ვიმღერებთ სიმღერებს ყველა ალბომიდან. აუცილებლად "იკრიდანაც", ამ ალბომსაც 2017 წელს 20 წელი უსრულდება. მოვამზადეთ უჩვეულო ანიმაციური სცენოგრაფია, რომელიც ქართველ მსმენელს ჯერ არ უნახავს, და 2018 წლის ალბომის ახალი სიმღერები.

Российская рок-группа Мумий Тролль
courtecy by Ilya Lagutenko
რუსული როკ-ჯგუფი „მუმი ტროლი“

-თქვენი კონცერტი თბილისში ემთხვევა ძალიან ლამაზ პერიოდს თბილისში: ჯერ ერთი, 7-8 ოქტომბერს იქნება "თბილისობა" სახალხო სეირნობით, თანაც ოქტომბერი — რთველის დროა. ხომ არ გეგმავთ რაიმე ღონისძიებაზე წასვლას?

— გასაგებია, ჯანმრთელოობა საფრთხის ქვეშ არის (იცინის).

-ქართული ღვინო გიყვართ? რას ფიქრობთ ქართულ სამზარეულოზე?

— რაზეა საუბარი? უნდა მიირთვა და დალიო, მთავარია კონცერტამდე ზედმეტი არ მოგივიდეს.

Российская рок-группа Мумий Тролль
courtecy by Ilya Lagutenko
რუსული როკ-ჯგუფი „მუმი ტროლი“

-გეგმავთ საქართველოში თქვენს მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად ჩამოსვლას?

— კი, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ. მომავალი საზაფხულო არდადეგები — გპირდებით!

-თბილისში მხოლოდ კონცერტის დღეს დარჩებით? გეგმავთ რაიმე შეხვედრებს, გასეირნებას?

— წინასწარ ჩაფიქრება მეშინია… ყოველი ვიზიტი თბილისში სიურპრიზებით სავსეა!

Лидер группы Мумий Тролль Илья Лагутенко
courtecy by Ilya Lagutenko
როკ-ჯგუფ „მუმი ტროლის“ ლიდერი ილია ლაგუტენკო

-თქვენი ფესტივალი V-ROX-ი უკვე 5 წელია გუგუნებს ვლადივოსტოკში. არ განიხილავთ შესაძლებლობას, რომ მასზე ქართველმა შემსრულებლებმაც მიიღონ მონაწილეობა?

— ქართველი მუსიკოსები V-ROX-ზე 2014 წელს ჩამოვიდნენ — ეს არის დუეტი Asea Sool-ი. ძალიან ინტერნაციონალური მუსიკაა, რომელიც ქართულ ფოლკლორს, ამერიკულ ბლუზსს, ფანკსა და ბრიტანულ როკს ეფუძნება. მაყურებელს პირველივე აკორდიდან შეუყვარდნენ. ჩემი შვილები აქამდე მათ ალბომს უსმენენ.

-ენების ათვისების მშვენიერი უნარი გაქვთ. როგორ ფიქრობთ, შეძლებდით ქართული ენის სწავლას?

— მზად ვარ შევუდგე ქართული ენის სწავლას თბილისში ჩასვლისთანავე! გამარჯობა გენაცვალე! როგორც ყოველთვის, კარგი სიმღერაა!!!

მთავარი თემები