HeliosEnergyGeorgia - მზის პანელები 25-წლიანი გარანტიით

© თორნიკე დარჯანიას პირადი არქივიპანელი, რომელიც მზის ენერგიით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას
პანელი, რომელიც მზის ენერგიით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიით იურისტი თორნიკე დარჯანია მოქმედი ადვოკატია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში მუშაობს, მან მოახერხა და თავისი გატაცება ბიზნესად აქცია. რა უპირატესობები აქვს დამოუკიდებელ ელექტროსადგურებს, ამის შესახებ HeliosEnergyGeorgia-ის თანადამფუძვნებელი მოგვითხრობს.

ნინი რაზმაძე 

— თორნიკე, როდის და რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი?

— 2006 წელს გერმანიის ერთ-ერთ სოფელში ვიტოვში მომიწია სტუმრობა და პირველად იქ ვნახე მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები. პატარა სათამაშო რობოტებიც ვნახე, რომლებიც მზის ენერგიაზე მოძრაობდნენ. მსგავსი რამ მანამდე ნანახი არ მქონდა და წაროიდგინეთ, რამხელა აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. შვიძინე პატარა პანელი და საქართველოში ჩამოსვლისთანავე დავიწყე დატესტვა. იმ პერიოდში იმდენად ძვირი იყო პანელები, არც მიფიქრია ამ საქმის დაწყება, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმვლობაში ფასები იმდენად დაეცა, რომ მისი შეძენა ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. 

© თორნიკე დარჯანიას პირადი არქივითორნიკე დარჯანია
თორნიკე დარჯანია - Sputnik საქართველო
თორნიკე დარჯანია

- რატომ გადაწყვიტეთ სახლის სახურავზე მოგეწყო ალტერნატიული ენერგიის წყარო?

— მეგობრებმა ჩავატარეთ გამოთვლები, გავეცანით სხვადასხვა ლიტერატურას და მივედით დასკვანმდე, რომ საქართველოს პირობებშიც კი შესაძლებელია მზის პანელების დაყენება, რომელიც საკმაო ინვესტიციას მოითხოვს. სადგურს 25-წლიანი მუშაობის გარანტია აქვს. ენერგიაზე მომუშავე პანელები პირველად ჩემს სახლში დავაყენე, თავიდან 2,4-კილოვატიანი მქონდა, შემდეგ მისი მოცულობა გავზარდე და ახლა 4,8-კილოვატამდე გამოიმუშავებს. ჩვენი ოჯახი თვეში 500 კილოვატს მოვიხმართ და ამის გამო მომიწია გაზრდა, თან ზამთარში უფრო მეტი იხარჯება. სახლის სახურავზე ენერგიის წყარო დაახლოებით სამი თვის წინ დავამონტაჟე, დროთა განმავლობაში ვაკვირდებოდი თუ როგორ მუშაობდა და რას გამოიმუშვებდა და შემდეგ უფრო აქტიურად ჩავები ამ საქმეში.

- რამდენი ხანი სჭირდება სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას?

— გააჩნია კონსტრუქციას და სახურავს… ვცდილობთ, რაც შეიძლება გავამარტივოთ. ევროპაში იმდენად გამარტივებულია, რომ ხუთ კილოვატიან პანელს ერთ დღეში აყენებენ. იქ გადანაწილებული აქვთ საქმე, ჩვენ კი ჯერ მაგ დონემდე არ ვართ მისული. ზოგადად, სახურავზე პანელების დამონტაჟებას, დაახლოებით ორი დღე სჭირდება. გერმანიაში პროექტს როცა ამზადებენ, აკეთებენ ეკონომიკურ და ტექნიკურ გაანგარიშებასსაც. მე კი მარტო მიწვეს ამ ყველაფრის კეთება. ყველაფერი კარგი ხარისხის უნდა გამოიყენო. პანელები და ენერგიის გარდამქმნელი შემოგვაქვს, კონსტრუქციებს ჩვენთ ვაშენებთ. 

© თორნიკე დარჯანიას პირადი არქივიპანელი, რომელიც მზის ენერგიით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას
პანელი, რომელიც მზის ენერგიით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას - Sputnik საქართველო
პანელი, რომელიც მზის ენერგიით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას

- საზოგადოება როგორ შეხვდა თქვენს წამოწყებას?

— თავიდან ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, არ სჯეროდათ. ჩემს მეგობრებს რომ ვეუბნებოდი მრიცხველი უკუღმა ტრიალებს-თქო, არავინ მიჯერებდა. ჩვენს აზროვნებაში მრიცხველი უკან არასდროს ტრიალებს, ის მარტო შეგვიძლია გავაჩეროთ. საკმაოდ ბევრი რამ უნდა იცოდე, სანამ დაიწყებ. საქართველოში ძირითადად  შიფერის, კრამიტისა და თუნუქის სახურავებია. მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი მდებარეობა აქვს სახლს, დათბუნება აქვთ თუ არა… ბევრი დეტალია, რომელიც უნდა გაითვალისწინო.

- როდის შექმენით Helios Energy Georgia?

— ცოტა ხნის წინ შევქმენი. ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე დიდ პროექტებს არ აკეთებს, ვცდილობთ სერვისი ჩამოვაყალიბოთ.  ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვიდეოებს ვიღებთ. ვცდილობ, რასაც გავაკეთებთ, ყველაფრის ვიდეო-ვერსია გადავიღოთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ.

- რამდენად ხშირად გიკვეთავენ ან მოგმართავენ მზის პანელების დაყენების სურვილით?

— სურვილი ბევრს აქვს. ჩვენ, ძირითადად, ორი კატეგორია მოგვმართავს — ერთი, რომელსაც უნდა რომ სახლზე დააყენოს მზის პანელები და მეორე, რომლისთვისაც ეს საკითხი მტკივნეული და პრობლემურია, რადგან საკმაო თანხის გადახდა უწევთ მოხმარებულ ელექტროენერგიაში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ამ საქმის პოპულარიზებას, რათა ხალხს გავაგებინოთ რამდენად კარგია, როდესაც შენს ენერგიას თავად გამოიმუშვებ. 

© თორნიკე დარჯანიას პირადი არქივიპანელი, რომელიც მზის ენერგიით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას
პანელი, რომელიც მზის ენერგიით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას - Sputnik საქართველო
პანელი, რომელიც მზის ენერგიით გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას

- საქმის დაწყებისას რა პრობლემებს გადააწყდით?

— ამ ეტაპზე ეს პრობლემები კი არა, უფრო გამოწვეებია. ჩვენ არ გვაქვს რეგულაციები, შეიძლება სახლის სახურავზე დავაყენოთ პანელები, მაგრამ გვერდით ააშენონ 30-სართულიანი სახლი და დაჩრდილოს. სახელმწიფო ამ ეტაპზე ხელს არ უწყობს რომ განვითარდეს ეს ტექნოლოგია. მას, როგორც მომავლის ტექნოლოგიას, ისე უყურებენ, არადა რეალურად ეს უკვე არსებობს. სხვა ქვეყნებისთვის ეს დღევანდელი რეალობაა, ჩვენთვის კი მომავალია. რეალურად შანსი გვექნება ის მილიარდები, რომლებიც ქვეყნიდან გაედინება, ყველაფერი დავიტოვოთ და მოვახმაროთ ჩვენს ქვეყანას. პრობლემა მაშინ იქნება, როდესაც გაიზრდება ბუნებრივი აირისა და ნავთობის ფასი და შენ ალტერანტივა არ გექნება, აი, ამ დროს დიდი პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა.

- რა უპირატესობა აქვს საკუთარი ენერგიის წყაროს ქონას?

— სულ ვამბობ, რომ ეს არის სამი ძირითადი ფაქტორი: ეკონომიკური — იმიტომ რომ შენ ზოგავ, როცა გადაგყავს ციფრებში უკეთ ხვდები რამდენად გამართლებულია, მეორე: ეკოლოგიური მომენტი — სუფთა ენერგიას გამოიმუშავებ ხმაურის გარეშე და მესამე: ენერგოდამოუკიდებლობა — თავად ხარ შენს სადგურზე დამოკიდებული.

- სამომავლო გეგმები გაგვიზიარე…

— წლის ბოლოსთვის მინდა გათბობაც გადავიყვანო ელექტროენერგიაზე და ჩემს თავზე ვიყო ბოლომდე დამოკიდებული. ბევრს ვფიქრობ რა შეიძლება გაკეთდეს. გათბობის მიმართულებით ვმუშაობთ. გერმანულ კომპანიებთან ვთანამშრომლობ. ჩემს სახურავზე  ენერგიის ალტერნატიული წყაროს დამონტაჟება თავად 5 ათასი ლარი დამიჯდა, მესმის, რომ ეს თანხა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფოს ინტერესებშია ენერგიის წყაროს შექმა, ხელისუფლება ეხმარება მოსახლეობას პანელების დამონტაჟებაში და იქიდან გამომუშავებულ ენერგიას თავადაც მოიხმარს. ბრიტანეთში სახურავზე პანელების დამონტაჟება უფასოა. ქალაქის ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ, სახურავს ქირაობს და საფასურად ელექტროენერგიას აწვდის მოსახლეობას. კარგი იქნება საქართველოშიც მეტი ხელშეწყობა თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0