08:14 01 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
ორი მუზის მსახური ქალბატონი

ერთი სიყვარულის ამბავი, რომელიც ქართველებსა და ნორვეგიელებს ამეგობრებს

ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
1315100

როგორც ხშირად ხდება, ამჯერადაც ყველაფერი სიყვარულით დაიწყო. ქართველ ქალსა და უცხოელ კაცს ერთმანეთი შეუყვარდათ. წინააღმდეგობების მიუხედავად, ბოლოს მაინც ერთად დარჩნენ და მათი სახლი ორ ერს შორის დაახლოების ადგილად იქცა. ეს თამარ ლომიძისა და სვენ ვოგეს ამბავია.

ნორვეგიელი სვენ ვოგე წლებია, საქართველოში ცხოვრობს, კარგად იცნობს ქართულ კულტურას და მის მიერ დაარსებულ ფოლკლორულ ტრიოში,,გიორგი" ქართულ სიმღერებს პროფესიონალურად ასრულებს. ორი ნორვეგიელისა და ქართველისგან შემდგარი ტრიო კონცერტებსა და ტურნეებს ხშირად მართავს. ქართული სიმღერა ბატონმა სვენმა ნათლიისგან, გიორგი უშიკიშვილისგან შეისწავლა. საკუთარ სახლში კი მეუღლესთან, ნიჭიერ მხატვარსა და პოეტ, თამარ ლომიძესთან ერთად ქართულ-ნორვეგიული კულტურის ცენტრი დააარსა.

თამარ ლომიძე
თამარ ლომიძე

- ქალბატონო თამარ, თქვენი ოჯახი და სახლი დიდი ხანია, ქართულ-ნორვეგიული კულტურის ცენტრად იქცა. მალე ერთი მნიშვნელოვანი თარიღი უნდა აღნიშნოთ…

— დიახ, მაისში საქართველოში ნორვეგია-საქართველოს მეგობრობის 25-ე წლისთავის აღნიშვნაა დაგეგმილი. თუ არ ვცდები, ნორვეგიის საელჩო "რუსთაველის თეატრში" ღონისძიების ჩატარებას აპირებს. 20 მაისს კი ჩვენ გალერეა,,სფუმატოში" გამოფენა-კონცერტს ვგეგმავთ. ამ დღეს საელჩოს წარმომადგენლები და დიპლომატები გვეწვევიან, გამოვფენ ჩემს ორ დიდ ტილოს, რომელთა სახელწოდებაა "თბილისი". ზაფხულში კი ძალიან საინტერესო, ორმოცკაციან ჯგუფს ველოდებით: მოცეკვავეებსა და მომღერლებს, რომლებიც ერთ ცნობილ ჟურნალისტს ჩამოჰყავს.

თამარ ლომიძე
თამარ ლომიძე

- ბატონო სვენ, ამჯერად თქვენ მოგმართავთ, თქვენ ქართული ოჯახი გაქვთ და ვაჟიშვილს, ლუკას ქართული ტრადიციების მიხედვით ზრდით. თქვენი ნორვეგიელი ნათესავები ამ ფაქტს როგორ შეხვდნენ?

— მათ არ უკვირთ, რადგან მე და ჩემს მეუღლეს ქართულ-ნორვეგიული ოჯახი გვაქვს. თანაც, ახლა საქართველოში ვცხოვრობთ და სხვანაირად, აბა, როგორ შეიძლება?! რა თქმა უნდა საჭიროა, რომ ორივე მხრიდან იყოს დაცული ტრადიციები, თუმცა ისინი, ვფიქრობ, მაინც უფრო ქართული უნდა იყოს და ჩვენი შვილი პირველ რიგში, აქაური ტრადიციებით უნდა გაიზარდოს.

თამარ ლომიძის ნახატი
თამარ ლომიძის ნახატი

ქართული სიმღერა გიორგი უშიკიშვილისგან ვისწავლე, რომელმაც მართლმადიდებლურად მომნათლა.

ჩვენთან ჩამოდიან ხოლმე ქალბატონები, რომლებიც ქართული ლიტერატურითა და ხალხური ზეპირსიტყვიერებით არიან დაინტერესებული. მჯერა, ამ ცენტრის საშუალებით საქართველო ბევრ ერთგულ მეგობარს შეიძენს.

- ქალბატონო თამარ, როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

— ჩემი მეუღლე ნორვეგიაში გავიცანი, მაშინ მე ოჯახი მყავდა და მასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში მოგვიანებით გადაიზარდა. ერთ დღეს შევამჩნიე, რომ შევუყვარდი. როცა მეუღლეს დავშორდი და ბედი მას დავუკავშირე, ერთმანეთის მიმართ უკვე პატივისცემის გრძნობაც გაგვიჩნდა. სიყვარული ზოგისთვის გატაცება,ზოგისთვის კი ვნებაა. ჩემთვის ეს ურთიერთგაგება და პატივისცემაა. პირველი სიყვარულის დროს ამას ვერ ხვდები — მაშინ თავში ოფოფები გყავს, თუმცა ოფოფები, გარკვეული გაგებით, მერეც საჭიროა… სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას ვურჩევ, რომ ამ გრძნობას პასუხისმგებლობით მოეკიდოს. საყვარელ ადამიანს ყოველთვის ეფერონ და ზრუნვა არ მოაკლონ.

მხატვარ თამარ ლომიძის ტილო
ს. გურგენიძე
მხატვარ თამარ ლომიძის ტილო

- ბატონო სვენ, როგორ გრძნობს თავს ნორვეგიელი მამაკაცი ქართულ ოჯახში?

— შემიძლია, ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ ჩემს ქართულ ოჯახთან ერთად, ჩემი მეუღლე იმის საშუალებას მაძლევს, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო. ის ხელოვანია და მასთან ერთად ყოფნა საინტერესოა. რაც აქ ჩამოვედი, ვგრძნობ, უფრო განვითარებული ვარ, ვიდრე საქართველოში ჩამოსვლამდე ვიყავი.

ჩვენს ურთიერთობას რაც ეხება, ჩემი აზრით, მამაკაცმა ყოველ დღე უნდა შეახსენოს საყვარელ ქალს, რომ უყვარს. მართალია, ცხოვრება ძალიან ძნელია, თანაც როცა ამდენი საქმე გაქვს და დაკავებული ხარ, ხანდახან ეს გავიწყდება კიდეც, მაგრამ თბილი სიტყვები ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია.

მთავარი თემები