რატომ ჩათვალეს იტალიაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ქართველი სხვაზე მეტს ფიქრობს

© FB/ Maia Giorgadzeმაია გიორგაძე
მაია გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ლინგვისტი მაია გიორგაძე იტალიაში, „ერასმუსის" (Erasmus) პროგრამით, კონკურსის საფუძველზე მოხვდა. იგი სალერნოს უნივერსიტეტში ლინგვისტიკის მიმართულებით კვლევებს აწარმოებს და იქ სწავლების მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებს აკვირდება.

მაია სხვადასხვა თემასთან მიმართებაში ენაზე კულტურათაშორისი სხვაობის გავლენას იკვლევს და სწავლობს სიტყვათა თამაშისა და მისი სახეობების გამოყენების ეფექტურობას სწავლების პროცესში. ქართველი მეცნიერი საქართველოში მალე დაბრუნდება, მის შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებზე კი იტალიიდან მოგვითხრობს.

- ქალბატონო მაია, რა მიზნით იმყოფებით იტალიაში?

— იტალიაში ერასმუსის" (Erasmus) პროგრამით მოვხვდი. თავიდან გამოცხადდა კონკურსი, სადაც ჩემი პირადი მონაცემები, პროფესიული მიღწევები, დიპლომები, სერთიფიკატები და კვლევის გეგმა გავაგზავნე. მალე მივიღე შეტყობინება, ახლა უკვე ჩემი სუპერვაიზერის, ქალბატონ ლინდა ბარონესგან თანხმობის შესახებ და იტალიაში ლინგვისტიკის მიმართულებით სალერნოს უნივერსიტეტში post.Doctoralresearch"-ის კვლევაზე მიმიწვიეს. ვცხოვრობ პატარა, ლამაზ, წყნარ და მშვიდ ზღვისპირა ქალაქ სალერნოში, რომელიც იტალიის სამხრეთში მდებარეობს. უნივერსიტეტში ვესწრები სხვადასხვა სალექციო კურსს, სწავლების მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებს ვაკვირდები. ვცდილობ შეძენილი ცოდნა მაქსიმალურად მოვარგო საქართველოს სტანდარტებს და სწავლების პროცესი ორმხრივად საინტერესო გავხადო. მოტივით: Enjoyteaching,enjoylearning" (ისიამოვნე სწავლებით, ისიამოვნე სწავლით"). ხელმძღვანელთან შეთანხმებით ვამზადებ სტატუსებს და სხვადასხვა თემაზე ენასთან დაკავშირებით კულტურათაშორისი სხვაობის გავლენას ვიკვლევთ. ასევე ვსწავლობთ სიტყვათა თამაშისა და მისი სახეობების გამოყენების ეფექტურობას. გავიარე იტალიური ენის კურსი და ჩავაბარე გამოცდა ელემენტარულ დონეზე, სერთიფიკატიც ავიღე. 

© FB/ Maia Giorgadzeმაია გიორგაძე
მაია გიორგაძე - Sputnik საქართველო
მაია გიორგაძე

- თქვენი კვლევის ერთი თემა ანდაზების საფუძველზე კულტურათაშორისი სხვაობები იყო. ამ მხრივ რაიმე საინტერესო მიგნებას ხომ არ წააწყდით?

— დიახ, გეტყვით, რომ ჩემს ხელმძღვანელს გაუკვირდა, როდესაც აღმოჩინა", რომ ქართველები, თურმე, გადაწყვეტილების მიღებამდე უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე იტალიელები და ინგლისელები. ეს დასკვნა მის მიერ გაკეთდა ერთნაირი არსის შემცვლელი სხვადასხვა ერის ანდაზების პარალელების შედეგად, მაგალითად: ქართული ანდაზა: ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" შესატყვისი გამონათქვამი ინგლისურში ასეთია: ორჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი", იტალიურში კი- სამჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი"…

- ქალბატონო მაია, როგორია თქვენი იტალიური შთაბეჭდილება და ემოცია?

— იტალია ეს სამოთხეა დედამიწაზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი სამხრეთი ნაწილი — ამალფის სანაპირო. შთამბეჭდავია რომი, თავისი ისტორიით, ჩემთვის ცოტა სევდიანი ვენეცია, ნათელი და ფერადი ფლორენცია, ლაღი კულტურული მემკვიდრეობით. იტალიელები მეგობრული და ქართველების ძალიან მსგავსი ხალხია: ხმაურიანი და ემოციური, საუბრის მანერითა და ჟესტიკულაციის გამოყენებითაც ძალიან გვგვანან. უზომოდ კეთილი ადამიანები არიან. თუ დახმარება შეუძლიათ არასოდეს დაიზარებენ. ერთი რამ გამიკვირდა — ინგლისური ენა არ ან ძალიან ცუდად იციან. საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია: ჩვენთან ინგლისურად თითქმის ყველა ლაპარაკობს. უამრავ ადამიანთან შეხვედრა მომიწია. დავესწარი ბრიტანელი პროფესორის, კენტ ობნის ლექციებს. საოცარი და უაღრესად განათლებული ქალის, ჩემი ხელმძღვანელის, ლინდა ბარონეს ლექციებსაც, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ესაა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა შექმნა აუდიტორიაში მყუდრო და სასიამოვნო გარემო და სალექციო პროცესით დატკბე. 

© FB/ Maia Giorgadzeსალერნოს უნინვერსიტეტის სტუდენტები
სალერნოს უნინვერსიტეტის სტუდენტები - Sputnik საქართველო
სალერნოს უნინვერსიტეტის სტუდენტები

- ქვეცნობიერად, ალბათ, პარალელსაც ავლებთ ქართულსა და იტალიურს შორის, რა დასკვნები გამოიტანეთ?

— მართლაც ასეა, პარალელებს ვავლებ და ვადარებ ყველგან: უნივერსიტეტში, ქუჩაში, სახლში… სრულიად განსხვავებულია სწავლებისა და სწავლისადმი მიდგომები, ისინი უფრო თავისუფალია. ჩვენგან განსხვავებით სტუდენტის საქმეში ლექტორი თითქმის არ ერევა. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, სტუდენტს სანამ თვალებში არ შევატყობ რომ გაიგო, თავს არ ვანებებ ხოლმე, აქ კი ამისთვის ნაკლებ ძალისხმევას და ენერგიას ხარჯავენ. თუმცა, სტუდენტები თავად არიან აქტიურები და სწავლობენ არა რაიმე მიზნისთვის, არამედ — სწავლისთვის. იტალიაში სტუდენტებს გაცილებით უკეთესი სამუშაო გარემო და პირობები აქვთ: საოცრად მდიდარი და კარგად ორგანიზებული ბიბლიოთეკა.

- ქართველებში, შორიდან, რომელი კარგი თვისება აღმოაჩინეთ"?

— გულწრფელად გეტყვით, რომ ნიჭიერებით ქართველებთან ვერავინ მოვა. ჩვენ მართლა სხვანაირები ვართ, სხვა შესაძლებლობითა და სხვა გონებით, ყველაფერი გვეხერხება და გამოგვდის. სხვათა შორის, ჩვენი მრავალმხრივი ნიჭი მათაც აკვირვებთ… 

© FB/ Maia Giorgadzeმაია გიორგაძე იტალიელ კოლეგებთან ერთად
მაია გიორგაძე იტალიელ კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
მაია გიორგაძე იტალიელ კოლეგებთან ერთად

- ქალბატონო მაია, იტალია, ზოგადად, თავგადასავლებთან ასოცირდება და რაიმე საინტერესო ამბავი ან შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?…

— ბევრი საინტერესო ამბავი მაქვს გასახსენებელი. ერთს მოგიყვებით: სანამ ელემენტარულ იტალიურს ავითვისებდი, სასადილოს ბარათის ასაღებად ორსაათიან რიგში დგომა მომიწია, მაგრამ ბაზაში ჩემი მონაცემები არ აღმოჩნდა. ამის მიზეზის გარკვევა მომიწია, მაგრამ გარშემო ერთი სტუდენტიც არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც თარგმნაში დამეხმარებოდა. მოკლედ, მომსახურე პერსონალი გამომყვა სასადილო ოთახში იმ იმედით, რომ ინგლისური სადილად მისულ რომელიმე ლექტორს მაინც ეცოდინებოდა. თუმცა, უარესი მოხდა: მათ ჩათვალეს, რომ მშიერი ვიყავი და ვერც მიხვდნენ, რომ პრობლემა ჩემი ბაზაში არ არსებობა იყო. სასადილოში ერთი ამბავი ატყდა: ზოგი პურს მაწვდიდა, ზოგი ხილს, ზოგი ხორცის ნაჭერს… მოკლედ, ჩემი თავი შემეცოდა… ასე ვთქვათ, ყველა შეწუხდა. ძალიან საყვარლები და კეთილები არიან. 

© FB/ Maia Giorgadzeმაია გიორგაძე
მაია გიორგაძე - Sputnik საქართველო
მაია გიორგაძე

- ქალბატონო მაია, იტალიამ თქვენი მომავალი გეგმები ან თქვენი დამოკიდებულება რაიმეს მიმართ ხომ არ შეცვალა?

— საუნივერსიტეტო მოღვაწეობასთან დაკავშირებით შევეცდები, რომ სწავლების მეთოდები უფრო მარტივი და ლექტორზე ნაკლებად ორიენტირებული ლექციით შევცვალო. თუმცა, ამას ისედაც ვცდილობდი და ვაკეთებდი. ამ მიდგომამ და აქ შეძენილმა გამოცდილებამ ეს აზრი უფრო გამიმყარა. კულინარია ისედაც მიყვარდა და ახლა უფრო მეტად დავინტერესდი, იტალიური სამზარეულოთი კი მოვიხიბლე. აქ ხშირად დავდივარ ტყეში, ბოლოს ისე დავიღალე, რომ ფეხებს ვეღარ ვადგამდი, მაგრამ ნანახმა ენერგია და სურვილი გამიძლიერა. ვწუხვარ, რომ არანაკლებ ლამაზ საქართველოს ბუნებას ასე აქტიურად არ ვათვალიერებდი. გადავწყვიტე, მომავალში ჩვენს პატარა საქართველოში უფრო მეტი ვიმოგზაურო და საფუძვლიანად დავათვალიერო…

ყველა ახალი ამბავი
0