როგორ შეძლეს ქართველმა მარკეტოლოგებმა კანში „ლომის“ მოგება?

© REUTERS / ERIC GAILLARDCannes Lions International Advertising Festival-ის სტუმრები
Cannes Lions International Advertising Festival-ის სტუმრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე დიდი ხანია, რეკლამა არა მხოლოდ კომერციული წარმატებისა და ადამიანებზე ეფექტური ზემოქმედების იარაღი, არამედ კრეატიული აზროვნებისა და შემოქმედებითი იდეების პროდუქტია. კარგი რეკლამა ინტელექტუალური შრომისა და ფანტაზიის რეალობაში გემოვნებით განხორციელებული ჭეშმარიტი ნიმუშია.

ანასტასია შრაიბერი

სწორედ ასეთი სარეკლამო შედევრით მოიგეს ქართველმა მარკეტოლოგებმა „ლომი“ რეკლამისა და კრეატიულობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მსოფლიო ფესტივალზე. ფესტივალი „კანის ლომები“, რომელმაც ნიჭიერ ახალგაზრდა მარკეტოლოგებს მთელი მსოფლიოდან მოუყარა თავი, საფრანგეთის ქალაქ კანში ივნისის ბოლოს გაიმართა. კომპანია Leavingstone-მა კრეატიულობის რიგით 63-ე საერთაშორისო ფესტივალიდან საქართველოს „ბრინჯაოს ლომი“ ჩამოუტანა.

როგორ შეძლეს ქართველმა მარკეტოლოგებმა „ლომის“ მოგება კანში, ამის შესახებ Sputnik-ს კანიდან კომპანია Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი ლევან ლეფსვერიძე ესაუბრა.

- ლევან, პირველ რიგში, მთელ გუნდს გილოცავთ გამარჯვებას! როგორი ამინდია საფრანგეთში?

— გმადლობთ! საფრანგეთში მშვენიერი ამინდია. გარშემო თითქოს ყველა ზეიმობს.

ანა მარკოზაშვილი და ნინო უნგაიძე - Sputnik საქართველო
საქართველომ „კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალიდან“ ოქრო ჩამოიტანა

- გვიამბეთ, ფესტივალში რომელ კატეგორიაში და რომელი ნამუშევრით მონაწილეობდით.

— წელს კონკურსის ოთხ კატეგორიაში ვირუსული ვიდეო Old Irish წარვადგინეთ. აქედან ორ კატეგორიაშია შორტ-ლისტში მოვხვდით, ანუ, ნომინანტები გავხდით. და ერთ-ერთ ნომინაციაში, სახელწოდებით PR, „ბრინჯაოს ლომის“ მფლობელი გავხდით.

- კონკურსზე დიდი კონკურენცია იყო?

— კანის ფესტივალი კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი და შესანიშნავი კონკურსია. შესაბამისად, კონკურენციაც ძალიან მაღალია. წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 42 ათასი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მაგალითად, პიარის კატეგორიაში, რომელშიც „ლომი“ მოვიგეთ, დაახლოებით 2300 საკონკურსო ნამუშევარი მონაწილეობდა. მათგან „ლომით“ ასზე ნაკლები დააჯილდოეს.

© ERIC GAILLARD Cannes Lions International Advertising Festival-ის სტუმრები
 Cannes Lions International Advertising Festival-ის სტუმრები  - Sputnik საქართველო
Cannes Lions International Advertising Festival-ის სტუმრები

- შენი აზრით, როგორია გამარჯვებულების ნამუშევრები?

— წელს „ოქროს ლომის“ მფლობელთა ნამუშევრები ფესტივალზე, რა თქმა უნდა, საოცრად ძლიერია. ხშირად „ოქროს ლომს“ ის იდეები იმსახურებდნენ, რომლებსაც, გარდა კომერციული ეფექტისა, საზოგადოებისთვის რაღაც სარგებელი მოაქვთ და ადამიანის ცხოვრებას რაღაცით უკეთესს ხდიან.

ქართული რეკლამა — გამარჯვებული

წელს ქართულმა კომპანიამ კანის ფესტივალის ჟიურის სასამართლოზე ლუდის Old Irish რეკლამა წარადგინა. რეკლამაში ადამიანებს საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი გამზირიდან ირლანდიაში ვირტუალურ მოგზაურობას სთავაზობენ, ამისთვის მათ თვალებზე სპეციალურ აპარატს უკეთებენ, რომელშიც ისინი ხედავენ ლამაზ ირლანდიურ პეიზაჟებსა და ბარს ირლანდიური ლუდით. იმ დროს, როდესაც მოხალისეები ხედებით ტკბებიან, მათ გარშემო ირლანდიურ ბარს „აშენებენ“.

„კანის ლომებამდე“ ამ სარეკლამო რგოლს უკვე ჰქონდა დადებითი გამოძახილი, ქსელში 1 მლნ 600 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამ ვიდეოს მეშვეობით კომპანია Leavingstone ასევე გახდა გრან-პრის მფლობელი კიევის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე და ოქროს მფლობელი კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალზე Golden Hammer რიგაში.

- თქვენი რეკლამა Old Irish ნამდვილად საინტერესო და კრეატიულია. როგორ გაჩნდა ასეთი სარეკლამო პროექტის გადაღების იდეა?

— ეს არაჩვეულებრივი იდეა აზრების ყოველდღიური გაცვლის შედეგად, Lingvistone-ის ჯგუფში დაიბადა და განვითარდა. რაც შეეხება ამ პროექტის განხორციელებას, მაყურებელი დამეთანხმება, რომ მანამდე ძალზე რთული და სარისკო სამუშაო ჩავატარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ სარეკლამო რგოლის თითოეული მონაწილე უბრალო გამვლელი იყო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მის გარშემო ბარი იმგვარად „მოგვეწყო“, რომ მას მის რეალობაში ეჭვი არ შეეტანა. და ამის შემდეგ ისე გადაგვეღო მათი ბუნებრივი რეაქციები და ემოციები, რომ თვალში ფარული კამერა არ მოხვედროდათ. ყოველივე ამაში მეგობარი და პარტნიორი კომპანია Film Asylum დაგვეხმარა. მართლა მაგარი ბიჭები არიან.

- შესანიშნავია! ე. ი. ქართული რეკლამა კანში ღირსეულად შეაფასეს.

— კი! როგორც ხედავთ, „ბრინჯაოს ლომი“ და სარეკლამო ინდუსტრიის სუპერვარსკვლავების რამდენიმე გულწრფელი ქათინაური მივიღეთ.

კანში — გამარჯვებისთვის!

კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალი „კანის ლომები“ მსოფლიოში რეკლამის მწარმოებელთა ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ფესტივალად მიიჩნევა. მონაწილეთა ნამუშევრებს აქ აჯილდოებენ ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ლომებით და გრან-პრით რიგ კატეგორიებში როგორც სარეკლამო კამპანიებისთვის, ისე მიღწევებისთვის ტექნიკურ სფეროში. ნამუშევრებს როგორც იდეის, ისე მისი ხორცშესხმისთვის განსჯის ჟიური, რომელიც მთელი მსოფლიოს სარეკლამო სააგენტოების შემოქმედებითი დირექტორებით არის დაკომპლექტებული.

ქართველი მარკეტოლოგები კანის ფესტივალზე იშვითი სტუმრები არ არიან და გამარჯვებისთვის კანში თითქმის ყოველ წელს ჩადიან.

- ლევან, შარშან რომელი რეკლამით წარსდექით კანში?

— წარმოიდგინეთ, ისევ ლუდის „34“ სარეკლამო კამპანიით, ანალოგიურ კატეგორიაში PR Lions. Leavingstone, მეორე წელია ზედიზედ, კანში „ლომების“ მფლობელი ხდება.

© Леван Лепсверидзеქართული კომპანია კანის ფესტივალზე
ქართული კომპანია კანის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
ქართული კომპანია კანის ფესტივალზე

- ე. ი. ლუდის რეკლამირება აშკარად გეხერხებათ! იყო რამე კანის ფესტივალზე საინტერესო, გარდა ძირითადი კონკურსისა?

— კონკურსის გარდა, ფესტივალზე მასტერ-კლასებსა და ვორქშოპებს საუკეთესო სპიკერები ატარებდნენ. აქ, ჩვეულებრივ,  კრეატიული სარეკლამო ინდუსტრიის კორიფეები იკრიბებიან, ასევე, უბრალოდ, საზოგადო მოღვაწეები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ცნობილი შემსრულებლები და ასე შემდეგ. თითოეული მაყურებელს თავის გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს.

- კიდევ რით იყო გამორჩეული წლევანდელი კანის ფესტივალი?

— წელს სიახლე გვაქვს, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ — საქართველოდან ახალგაზრდა მარკეტოლოგების ჯგუფმა ფესტივალის კონკურსში Young Lions პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ეს საქართველოსთვის უზარმაზარი მოვლენაა, რადგან ფესტივალის სტუმრებმა კანის სცენაზე აფრიალებული ქართული დროშა პირველად იხილეს.

- ლევან, კანის ფესტივალზე გაისადაც აპირებთ მონაწილეობას?

— იმედი გვაქვს, მომავალშიც ვასახელებთ საქართველოს „კანის ლომებით“. მონაწილეობას კი იმ სარეკლამო პროდუქტით მივიღებთ, რომელსაც გაისად შევქმნით. ასე რომ, დრო და იდეები გვიჩვენებს!

ყველა ახალი ამბავი
0