ნინო ანანიაშვილი: გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომლის გემოვნებისაც გჯერა

© FB / Valiko Mizandariნინო ანანიაშვილი: გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომლის გემოვნებისაც გჯერა
ნინო ანანიაშვილი: გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომლის გემოვნებისაც გჯერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის ექვსწლიანი აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, თეატრის დასი მშობლიურ ჭერქვეშ დაბრუნდა. თეატრის საბალეტო დასში მიმდინარე პროცესებზე და მომავალ გეგმებზე Sputnik-ს საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ესაუბრა.

„მსოფლიო ბალეტს,  საქართველო სამმა უდიდესმა ხელოვანმა გააცნო: ჯორჯ ბალანჩინმა, ვახტანგ ჭაბუკიანმა და ნინო ანანიაშვილმა“-ეს სიტყვები რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. 

6 წლის იყო, როცა ყინულზე ფიგურული სრიალის შესასწავლად მიიყვანეს. ცნობილმა ბალერინამ და პედაგოგმა ალა დვალმა შეამჩნია გოგონას განსაკუთრებული მონაცემები და მშობლებს ურჩია, ბალეტზე,  ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შეეყვანათ. ასეც მოხდა. ამ ფაქტმა კი განაპირობა ის,  რომ პატარა, გამხდარი, ნატიფი, ლამაზი გოგონა, ჯერ მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა, ხოლო შემდგომ მსოფლიოს ყველა პრესტიჟული საბალეტო თეატრების სასურველი მოცეკვავე გახდა.  დღეს მსოფლიოში განთქმული პრიმა-ბალერინა ერთადერთია, რომელიც ოთხი  უმაღლესი საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს მფლობელია.  ქალბატონი ნინოს, რომელიც  უკვე 10 წელზე მეტია ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია, რამდენიმე დღის წინ ოპერისა და ბალეტის განახლებულ თეატრში, სპექტაკლზე —„გორდა“  ვეწვიეთ.

© FB / Valiko Mizandariნინო ანანიაშვილი ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად
ნინო ანანიაშვილი ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნინო ანანიაშვილი ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად

-გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს! ვიცი,  რომ განსაკუთრებულად ელოდებოდით…

— დიახ, ჩვენ კარგა ხანს ვემზადებოდით რომ დავბრუნებულიყავით ჩვენს საყვარელ თეატრში.  დასმა ძალიან წარმატებულად იცეკვა ეს სპექტაკლი. დღეს მეორე გამოსვლაა ჩვენი დასისთვის, ჩემთვის კი პირველი, ამ განახლებულ, ულამაზესს თეატრში. ამიტომ მღელვარებაც დიდი მაქვს. „გორდა“ ძალიან მიყვარს. იგი უფრო საცეკვაო კი არა, დრამატული სპექტაკლია. ყველაფერი ის, რაც ხდება დრამაში, უნდა გამოვხატო პლასტიკაში უსიტყვოდ, რაც საკმაოდ რთულია და ამავდროულად საინტერესო.  აქ არის ლეას, დიბუკის, ბერსტაინის არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც სხვათაშორის მე გავაჟღერე პირველად, მაშინდელ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში, იმიტომ, რომ მანამდე ეს არასოდეს დაკრულა და თბილისშიც პირველად გაჟღერდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ჩამოვედი აქ.  დღესდღეობით ქორეოგრაფი ალექსი რაზმარსკი ძალიან ცნობილია  მსოფლიოში, ხოლო  როდესაც ჩვენ ამას ერთად ვიწყდებდით, მაშინ ნამდვილად არავინ იცნობდა მას…

-როგორც ვიცი, საღამო თქვენი პედაგოგის რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურის ხსოვნას ეძღვნება…

— დიახ ასეა. როგორც მოგეხსენებათ მისი მეუღლე გახლდათ ქართველი ალექსანდრე ლაფაური, რომელიც რუსეთის დიდი თეატრის მოცეკვავე იყო. დღეს კი, ჩემს უსაყვარლესს პედაგოგს ქალბატონ რაისას, 90 წელი შეუსრულდებოდა. ამიტომ სცენაზე დაბრუნებას მაყურებელთან, სწორედ მის ხსოვნას ვუძღვნი.

© FB / Slow Mo Studioნონო ანანიაშვილი სცენაზე სპექტაკლის დასრულების შემდეგ
ნონო ანანიაშვილი სცენაზე სპექტაკლის დასრულების შემდეგ - Sputnik საქართველო
ნონო ანანიაშვილი სცენაზე სპექტაკლის დასრულების შემდეგ

-ჩვენთვის  ცნობილია, რომ დღეს საქართველოს  განსაკუთრებული სტუმრები სტუმრობენ…

— დიახ, დიდი თეატრიდან ჩამოსულები არიან მარინა რიშკინა და ნასტია გარაჩევა, რომელიც მისი ბოლო სტუდენტი იყო. ისინი ჩამოსულები არიან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი პედაგოგი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მის სულს.. მან ბევრი რამ მასწავლა. ამას ყველაფერს დღეს,  ჩემს ახალგაზრდა თაობას ვასწავლი. 18 წლიდან მასთან ერთად ვიყავი და 23 წელიწადი სანამ მე ვცეკვავდი დიდ თეატრში თუ სხვადასხვა  სცენაზე, სულ მისი დაკვირვების და ხელმძღვანელობის ქვეშ ვიყავი, ამიტომ ვთვლი, რომ მას უდიდესი როლი მიუძღვის დღევანდელ ჩემს წარმატებაში. 

-ქალბატონო ნინო, როდესაც წლების წინ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა ჩაიბარეთ დასი, როგორ მდგომარეობაში დახვდათ?

— იცით,  დასის ახალგაზრდა წევრები თავიანთი მონაცემებით ძალიან კარგები არიან. მე მქონდა პრეტენზიები, რომ უფრო სუფთად ეცეკვათ და ცეკვის თეორიული მხარისთვისაც მიექციათ ყურადღება. მთავარი რაც მე დავინახე, არის ის, რომ შრომითა და მონდომებით ძალიან მოკლე ხანში ძალიან ბევრს მიაღწიეს. ჩემი მოთხოვნებები იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე ჰქონდათ მსახიობებს. დისციპლინის გარეშე ჩვენს  პროფესიაში ვერაფერი გაკეთდება. თუ ადრე ერთი მსახიობი ცეკვავდა ერთ პარტიას, ხოლო დანარჩენები კორდებალეტში იყვნენ, დღეს ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, რომ საკუთარი ძალები მოსინჯონ ყველაფერში და ჩვენც ვნახოთ, ვის რა შეუძლია. მე სპეციალურად ავარჩიე თანამედროვე სპექტაკლები,  მათში ბევრი სოლო პარტიაა. აუცილებელია კლასიკაში „გაზრდაც“.  კლასიკა რთულია და მასში უფრო ნათლად ჩანს ხარვეზები, თუმცა, თეატრის პროფესიულ სახეს კორდებალეტი გამოხატავს. 

— საკმაოდ სწრაფად მიაღწია დასმა დიდ წარმატებას…

— ძალიან მოკლე ხანში, იმიტომ რომ დასი ძალიან კარგად მუშაობს. მე მოველოდი, რომ მოკლე ხანში ასეთი შედეგები გვექნებოდა. ეს არის ყოველდღიური შრომითა და ოფლით მიღწეული წარმატებები.

© FB / Slow Mo Studioნინო ანანიაშვილი ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად
ნინო ანანიაშვილი ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნინო ანანიაშვილი ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად

- თქვენი პარტნიორები და მეგობრები თუ გეხმარებიან?

— ალექსეი ფადეიჩევი და ტანია რასტარგუევა, ფაქტობრივად, მოსკოვიდან გადმოვასახლე. (იცინის). ჩემთან უფრო მეტ  დროს ატარებენ, ვიდრე მოსკოვში. სხვანაირად, მე მარტო, ამას ვერ გავაკეთებდი. გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომელსაც ენდობი და რომლის გემოვნებისაც გჯერა. ეს ადამიანები გვერდით მიდგანან. ის კი არა და, ქართულსაც სწავლობენ. 

-წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ამ არაჩვეულებრივ დასსაც.

ყველა ახალი ამბავი
0