საქართველოს მედლები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

გამოწერა
ტოკიოში გამართულ ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებში 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებიც სპორტის 11 სახეობაში ასპარეზობდნენ.

საქართველოსთვის ტოკიოს ოლიმპიადა მოპოვებული მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული გამოდგა. ლონდონისა (2012) და რიო-დე-ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე ჩვენმა ნაკრებმა შვიდ–შვიდი მედალი მოიპოვა. „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით მკითხველი გაიგებს სპორტის რომელ სახეობაში გახდნენ ქართველი სპორტსმენები გამარჯვებულები და პრიზიორები.

ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე, რომლებიც ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ, სახელმწიფოსგან 1 მლნ ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, ოლიმპიელებმა კერძო კომპანიებისგანაც მიიღეს საჩუქრები – ბექაურს თბილისში ბინა, ტალახაძეს კი სპორტული ავტომობილი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ამით თავისივე წინა რეკორდები მოხსნა. ქართველმა „გოლიათმა“ ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე მან 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც, მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია. ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 488 კგ დააგროვა, რაც აგრეთვე მსოფლიო რეკორდია.

 

ყველა ახალი ამბავი
0