04:47 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
ინფოგრაფიკა

უმუშევრობა საქართველოში – 2021 წლის პირველი მონაცემები

მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1107)
93 0 0
უმუშევრობა საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov

საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.

საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 3,7%-ით გაიზარდა და 21,9% შეადგინა. ექსპერტების აზრით, ქვეყანაში უახლოეს თვეებში უმუშევრობის დონე კვლავ გაიზრდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებულ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა ქვეყანაში უმუშევრობის დონის ძირითად მონაცემებს. 

„საქსტატში“ 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ახალი სტანდარტები, რომლის თანახმად, საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულები, რომლებიც პროდუქციის ნახევარზე მეტს პირადი მოხმარებისთვის აწარმოებენ, აღარ ითვლებიან თვითდასაქმებულებად, არამედ ჩაითვლებიან უმუშევრებად ან არასამუშაო ძალად. „საქსტატში“ აცხადებენ, რომ ახალი სტანდარტის შემოღება განაპირობებს დასაქმების დონის შემცირებას და უმუშევრობის დონის ზრდას.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1107)

მეტი ინფოგრაფიკა

მთავარი თემები