დიდი მარხვა

გამოწერა
დიდი მარხვა მართლმადიდებლებს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულისთვის – აღდგომისთვის ამზადებს. 2021 წელს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს.

ოთხი მრავალდღიანი მარხვიდან დიდი მარხვა ყველაზე მკაცრი, ძირითადი და გრძელვადიანია. ის ექვი შვიდეულისგან, ანუ 40 დღისგან შედგება და ამიტომ დიდმარხვას უწოდებენ. იგი 15 მარტს იწყება.

მარხვის დროს მორწმუნეები უარს ამბობენ ცხოველურ და ცხიმიან საკვებზე – ხორცისა და რძის პროდუქტებზე, თევზზე, კვერცხზე და ალკოჰოლურ სასმელზე.

განსაკუთრებით მძიმე და მკაცრი მარხვის პირველი და ბოლო კვირაა. დიდმარხვის დროს თევზის მიღება მხოლოდ ხარების დღესასწაულზე (7 აპრილი) და ვნების კვირას შეიძლება, რომელიც 2021 წელს 25 აპრილს უწევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0