10:36 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
ინფოგრაფიკა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა – იმუნიზაციის ეტაპები

მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (311)
93 0 0
ვაქცინაცია საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov

ხელისუფლების განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისა და თებერვლის ბოლოსთვის ვაქცინაციის დასაწყებად მზადაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის მისაღებად სპეციალური პირობები – ე.წ. ცივი ჯაჭვია საჭირო, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ქვეყნის ის კლინიკები, რომლებსაც საამისოდ შესაბამისი რესურსები გააჩნიათ. Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია – 29 500 დოზა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს შემოვა. აცრა ორჯერ ტარდება, აქედან გამომდინარე, იგი 14 ათასი მოქალაქისთვის იქნება საკმარისი.

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში დეტალურად გაეცნობით, თუ რა პრინციპით მოხვდებით იმუნიზაციის პროგრამაში, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერვის ეროვნული გეგმის მიხედვით შემუშავდა.

საქართველოში ვაქცინაციას დაახლოებით 40 ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული – ამცრელი, ექიმი, ვინც პიროვნებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მიხედვით გამოკითხავს და ასევე რეგისტრატორი, რომელიც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში პიროვნების მონაცემებს შეიყვანს. თითოეულმა ბრიგადამ დღეში 40–42 ადამიანის აცრა უნდა განახორციელოს.

COVAX–პლატფორმამ ქვეყნებს შორის ვაქცინის განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო პირველ ეტაპზე 214 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (311)

მეტი ინფოგრაფიკა

მთავარი თემები