საქართველოში შემოსვლის ახალი წესები

გამოწერა
1 თებერვლიდან ქვეყანაში რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება და უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის საშუალება ექნებათ. თუ რა წესების დაცვაა საჭირო ქვეყნის საზღვრის კვეთისას, ინფორმაციას „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაეცანით.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა, მარტის ბოლოს კი ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ქვეყანაში ბოლო სამი თვის განმავლობაში ინფიცირების დადებითობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პარასკევს, 29 იანვარს დაფიქსირდა – 3,5% (669 შემთხვევა).

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში 258 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 249 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 3.194 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0