19:15 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
ინფოგრაფიკა

საქართველოს მსხვილი ინვესტორები – 2020 წლის III კვარტალი

მოკლე ბმულის მიღება
80 0 0
ინვესტიციები საქართველოში: ვინ ლიდერობს?
© Sputnik / Konstantin Ivanov

კორონავირუსის პანდემია საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის,  პირდაპირი ინვესტიციების მოცულობაზე აისახა.

წინასწარი შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის მესამე კვარტალში, 2019 წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 23,6%-ით შემცირდა და 302,6 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.

საქართველოში ინვესტირების მხრივ 2020 წლის მესამე კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და აშშ. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი ჯამში ინვესტიციების მთელ მოცულობაში 73,1%-ს შეადგენს.

ინვესტიციები ასევე შემოვიდა იაპონიიდან (15,6 მილიონი დოლარი), პანამიდან (14,6 მილიონი დოლარი), არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (9,7 მილიონი დოლარი), ლუქსემბურგიდან (8,3 მილიონი დოლარი), თურქეთიდან (7,8 მილიონი დოლარი) , ჩეხეთიდან (5,6 მილიონი დოლარი), რუსეთიდან (5,3 მილიონი დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა. ამ სფეროებში შემოსული თანხა 202 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 66,8%-ს.

ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (31 მლნ დოლარი), უძრავი ქონება (20,6 მლნ დოლარი), კავშირგაბმულობა (14,9 მლნ დოლარი), სასტუმროები და რესტორნები (7,9 მლნ დოლარი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (2,7 მილიონი დოლარი), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (1,6 მლნ დოლარი) და ა.შ.

მეტი ინფოგრაფიკა

მთავარი თემები