საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წლის იანვარი–ოქტომბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ დაახლოებით 291,4 მლნ დოლარი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,2%-ზე მეტი. თუმცა, ეს მაჩვენებელი 16,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.