შობის მარხვა: კვების კალენდარი დღეების მიხედვით

გამოწერა
28 ნოემბრიდან შობის მარხვა დაიწყო, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცის, კვერცხისა და რძის პროდუქტების მიღება. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.

თუმცა, ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საპატრიარქომ წელს გამონაკლისი დაუშვა და შობის მარხვაში მორწმუნეებს, საჭიროების შემთხვევაში, რძის ნაწარმის მიღების ნება მიეცათ.

შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მომზადების პერიოდია – თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით უნდა განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.

ყველა ახალი ამბავი
0