კორონავირუსის პერიოდში ოფისში მუშაობის წესები

გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ოფისებში მუშაობის რეკომენდაციები შეიმუშავა

საქართველოში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა, ბევრი კომპანია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ეტაპობრივად უბრუნდება, თუმცა, რიგი შეზღუდვები კვლავინდებურად ძალაში რჩება, გარდა ამისა სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ მაქსიმალურად დაიცვან სანიტარული ნორმები.

 „Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ძირითადი ვალდებულებების შესახებ.

დამსაქმებლის ვალდებულებებს შორისაა  შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები.  ამასთან, დამსაქმებელმა ხელი უნდა შეუწყოს იმ თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას, რომელთა ოფისში ყოფნაც აუცილებელი არაა. თანამშრომლები ინფორმირებული უნდა იყვნენ დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ,  ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კი თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0