21:39 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
ინფოგრაფიკა

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები

მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1337)
39310
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს მთავრობა კორონავისურის საფრთხეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვებიდან გამოსვლას ექვს ეტაპად გეგმავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობა რიგ შეზღუდვებს წააწყდა. 

პარასკევს, 24 აპრილს, საქართველოს პრემიერმა გიორგი გვახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ მოქმედი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყება.

ახალ ეტაპზე გადასვლა მოქმედი ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძველზე განხორციელდება, ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ვითარების გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია განახლდეს უკვე გაუქმებული შეზღუდვები ან გადაიდოს ახალ ეტაპზე გადასვლა.

ბოლო ცნობებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 22 მაისამდეა.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკის მეშვეობით გაიგებთ, რა შეზღუდვები მოიხსნება თითოეულ ეტაპზე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1337)

მეტი ინფოგრაფიკა

მთავარი თემები