საქართველოს ეკონომიკა: მშპ-ის სტრუქტურა

გამოწერა
საქართველოს მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის ავტომობილებისა და მოტოციკლეტების რემონტზე, ვაჭრობაზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე, გადამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაზე.

2019 წელს საქართველოს მშპ-ის ზრდამ, 2018 წელთან შედარებით, 5,1% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

არსებული ფასების პირობებში, 2019 წლის მშპ-მა 17,7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 6,6% შეადგინა.

საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2019 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 5% 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მეორე კვარტალში – 4,6%, მესამეში – 5,8%, მეოთხეში – 5,3%.

2019 წელს ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, განთავსების საშუალებებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა, განათლება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლეტების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები.

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა სფეროებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (–2,7%), სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება და საფინანსო და სადაზღვევო სექტორი (–2,1%).

 

ყველა ახალი ამბავი
0