დიდი მარხვა 2020 - აკრძალული და დაშვებული საკვები

გამოწერა
დიდი მარხვა მართლმადიდებლებს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულისთვის – აღდგომისთვის ამზადებს. 2020 წელს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს ზეიმობს.

ოთხი მრავალდღიანი მარხვიდან დიდი მარხვა ყველაზე მკაცრი, ძირითადი და გრძელვადიანია. ის ექვი შვიდეულისგან, ანუ 40 დღისგან შედგება და ამიტომ დიდმარხვას უწოდებენ. იგი 2 მარტს იწყება.

მარხვის დროს მორწმუნეები უარს ამბობენ ცხოველურ და ცხიმიან საკვებზე – ხორცისა და რძის პროდუქტებზე, თევზზე, კვერცხზე და ალკოჰოლურ სასმელზე.

განსაკუთრებით მძიმე და მკაცრი მარხვის პირველი და ბოლო კვირაა. დიდმარხვის დროს თევზის მიღება მხოლოდ ხარების დღესასწაულზე (7 აპრილი) და ვნების კვირას შეიძლება, რომელიც 2020 წელს 12 აპრილს უწევს.

 



ყველა ახალი ამბავი
0