2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2,7%-ით გაიზარდა და 12,8 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე), აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2018 წელთან შედარებით, ექსპორტი 2019 წელს 12,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5,7%-ით გაიზარდა და 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამასთან, იმპორტი 0,8%–ით შემცირდა და დაახლოებით 9,1მლრდ დოლარი შეადგინა. იმპორტის შემცირება ძირითადად საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდების 12,4%-ით შემცირებას უკავშირდება.