21:02 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
ინფოგრაფიკა

რამდენი საწვავი შემოიტანეს საქართველოში

მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (448)
48 0 0
რამდენი საწვავი შემოიტანეს საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოში 2019 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი თითქმის 0,3%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით და დაახლოებით 1,1 მილიონი ტონა შეადგინა.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიაჩნიათ, რომ კლების მიზეზი დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებაა.

„ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უნდა გაზრდილიყო, ისევე, როგორც სხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს კი უნდა მომხდარიყო ძირითადად დიზელის საწვავის ხარჯზე, ვინაიდან ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ.“, – აცხადებენ კავშირში.

მათი თქმით, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას აფერხებს აღურიცხავი პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პერიოდულად ჩნდება.

„რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მისი მოხმარება იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკი. ბენზინის საწვავის ფასი ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ იმ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას, რომლებიც განსაზღვრავენ საწვავის მოხმარების დონეს“, – აცხადებენ კავშირში.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (448)

მეტი ინფოგრაფიკა

  • ლექსიკონი ავტომობილისტებისათვის
    Last update: 20:30 14.02.2020
    20:30 14.02.2020

    ლექსიკონი მძღოლებისათვის

    საგზაო მოძრაობის დროს ავტომობილისტები საჭირო ინფორმაციის გავრცელებაში შეზღუდულები არიან, მაგალითად, სხვა მძღოლისთვის გზის დათმობის მინიშნებასა და გზაზე თავაზიანობის პასუხად მადლობის გადახდაში

    134
  • ფასები უძრავ ქონებაზე თბილისში
    Last update: 19:20 14.02.2020
    19:20 14.02.2020

    ფასები უძრავ ქონებაზე თბილისში

    საქართველოში საცხოვრებელ ფართზე ფასები გაიზარდა, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი კი პირიქით, შემცირდა

    57
  • ახალი რეკორდი: რამდენი ღვინო გაიტანეს საქართველოდან
    Last update: 12:10 10.02.2020
    12:10 10.02.2020

    ახალი რეკორდი: რამდენი ღვინო გაიტანეს საქართველოდან

    2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიტანეს, რაც 2018 წელთან შედარებით 9%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში

    60
  • საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები
    Last update: 11:15 04.02.2020
    11:15 04.02.2020

    საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები

    2019 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2019 წელს დაახლოებით 4,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,1%-ია.

    58

მთავარი თემები