10:17 27 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
ინფოგრაფიკა

როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში

მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (408)
105 0 0
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

დეკემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში 7% შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, საქართველოში ფასები თითქმის ყველაფერზე გაიზარდა. 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, მარტო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი (–4,2%) და კავშირგამბულობა (–1,4%) გაიაფდა.

კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები 12,3%-ით, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო კი 15,6%-ით გაძვირდა.

ფასების ზრდა დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (+31,9%), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (+30,8%).

საქართველოს ხელისუფლება თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს – 2018 წლიდან მოწევა აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარდა ამისა, სისტემატურად იზრდება აქციზზე ფასები.

დასვენება, გართობა და კულტურა მთლიანობაში 6,9%-ით გაძვირდა. ფასები მომატებულია ჯანდაცვისა (+3,5%) და განათლების (+3,2%) სფეროებში.

ფასების ზრდა დაფიქსირებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასტუმროები, კაფე და რესტორნები (7,9%) და ტრანსპორტი (+2,9%).

2019 წლის დეკემბერში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ინფლაციამ 7% შეადგინა.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (408)

მეტი ინფოგრაფიკა

მთავარი თემები