რა საფრთხეების შემცველია ბუნებრივი აირი

გამოწერა

მიმდინარე წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვას 86 ადამიანი ემსხვერპლა, მოწამლულთა რიცხვი კი 285-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0