11:08 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
ინფოგრაფიკა

როგორ ვითარდებოდა ტურიზმი აქციების დაწყებამდე

მოკლე ბმულის მიღება
9301
ტურიზმი საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უცხოელები დაახლოებით 3,8 მილიონჯერ სტუმრობდნენ, აქედან ტურისტული ვიზიტი 2,1 მლნ-ზე მეტი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში ჩამოსულთა შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ - მათ 692 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 31,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ლიდერი-ქვეყნების ხუთეულშია აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და უკრაინა.

ექსპერტები და ხელისუფლების წამომადგენლები ვარაუდობენ, რომ სურათი მომდევნო პერიოდში შეიცვლება. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ქვეყნის პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ზარალმა შეიძლება 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.
რუსი ტურისტების შემოდინების შენარჩუნების მიზნით,  საქართველოს ხელისუფლება მზადაა 1,2 მილიონი ევრო გამოყოს დღგ-ს გარეშე რუსეთის აეროპორტებიდან სომხეთის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შესრულებული სატრანზიტო ავიარეისების სუბსიდირების მიზნით. მთავრობის ინიციატივის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტით ჩამოყვანილ ყოველ მგზავრზე სუბსიდია იქნება არა უმეტეს 90 ევრო დღგ-ს გარეშე.

მეტი ინფოგრაფიკა

  • ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს
    Last update: 12:16 22.09.2020
    12:16 22.09.2020

    ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში საშუალოთვიურმა ხელფასმა 1150,1 ლარი შეადგინა, რაც 2,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

    118
  • ინფოგრაფიკა: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
    Last update: 12:55 17.09.2020
    12:55 17.09.2020

    საპარლამენტო არჩევნები: მაჟორიტარული ოლქების სია

    საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს არის დანიშნული, საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ

    52
  • საპარლამენტო არჩევნები 2020: გზამკვლევი
    Last update: 19:36 11.09.2020
    19:36 11.09.2020

    საპარლამენტო არჩევნები 2020: გზამკვლევი

    საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი 1 სექტემბერს აიღო. „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით გაეცნობით დაწვრილებით ინფორმაციას არჩევნების შესახებ

    101
  • უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში
    Last update: 11:15 09.09.2020
    11:15 09.09.2020

    უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში

    საქართველოში 2020 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 0,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 12,3% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე

    77

მთავარი თემები