08:40 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ინფოგრაფიკა

მცხუნვარე პოლიტიკური ზაფხული თბილისში: ფაქტები და ციფრები

მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)
102 0 0

საქართველო 20 ივნისს პროტესტის ტალღამ მოიცვა. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს.

განგაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ატეხეს, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლება სამშობლოს გაყიდვაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის სავარძელში ჩასვეს.

რაც შეეხება გავრილოვს, მისი განმარტებით, აღნიშნული სავარძელი მას ქართულმა მხარემ შესთავაზა „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“. მან იქვე დაამატა, რომ ასამბლეის სხვა ქვეყნებში ჩატარებისას ასევე იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს და ამას პრობლემა არასდროს მოჰყოლია.  

სკანდალის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი „პროტოკოლურ შეცდომას“ დააბრალა, მაგრამ ამან საქმეს ვეღარ უშველა. პარლამენტის წინ, რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციები დაიწყო.

პირველი მიტინგი 20 მაისს გამართა, რა დროსაც შეკრებილებმა პარლამენტის ეზოში შეჭრა სცადეს. ამას მოჰყვა არეულობა და ქაოსი, რასაც პოლიციამ სპეცსაშუალებებით უპასუხა და ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა მომიტინგეები.

არეოლობისას დაშავდა 240 ადამიანი, რომელთაგან 80 პოლიციელი იყო. დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ნახევარზე მეტი უკვე გათავისუფლებულია. თუმცა საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება.

თბილისში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსულმა მხარემ დროებით შეაჩერა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან. გარდა ამისა, „როსპოტრებნადზორმა“ კონტროლი გააძლიერა ქართულ ღვინოზე და განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უხარისხო პროდუქციის მიწოდება 2,9-ჯერ გაიზარდა.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)

მეტი ინფოგრაფიკა

  • როგორ შეიცვალა ხელფასები საქართველოში
    Last update: 19:24 20.09.2019
    19:24 20.09.2019

    ხელფასები საქართველოში

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალოთვიურმა ხელფასმა 1179,8 ლარი შეადგინა, რაც 6,9%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

    103
  • როგორ მოვამზადოთ პირველკლასელი სკოლისთვის
    Last update: 14:16 14.09.2019
    14:16 14.09.2019

    როგორ მოვამზადოთ პირველკლასელი სკოლისთვის

    საქართველოში მშობლებს პირველკლასელის მომზადება მიმიმუმ 220 ლარი დაუჯდებათ.

    77
  • ახალი მთავრობა
    Last update: 14:16 09.09.2019
    14:16 09.09.2019

    საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა

    2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გახდა. სწორედ მან გააერთიანა მის ირგვლივ მაშინდელი ოპოზიცია და შეძლო საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმრავლესობის მოპოვება, რითიც მიხეილ სააკაშვილის გუნდის ცხრაწლიანი მმართველობა დასრულდა

    137
  • ინფოგრაფიკა: როგორი იქნება თქვენი მომავალი შვილი
    Last update: 18:49 04.09.2019
    18:49 04.09.2019

    ოჰ, ეს გენები! ანუ რა ფერის თვალები და თმა ექნება თქვენს შვილს – თვალსაჩინო გრაფიკა

    ყველა მშობელს აინტერესებს, ვის დაემსგავსება მისი შვილი — დედას, მამას, ერთ ბებიასა და ბაბუას თუ მეორეს? იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ თვალსაჩინო გრაფიკა და მიიღეთ ზუსტი პასუხი

    98

მთავარი თემები