საქართველოში ზღვით და ხმელეთით

გამოწერა

2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელები დაახლოებით 2,3 მილიონჯერ იმყოფებოდნენ, რაც 2,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

აღნიშნული რაოდენობიდან 65%-ზე მეტი ტურისტული ვიზიტები იყო.

ტურისტული ვიზიტების ზრდამ 4,8% შეადგინა.

რამდენიმე კვირაც და ბათუმის ქუჩებში გავლა ძალიან გართულდება - Sputnik საქართველო
ბათუმი ტურისტული ბუმის ზღვარზე - საკურორტო ქალაქის ფოტოები

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და თურქეთის მოქალაქეები.

საერთაშორისო მოგზაურთა უმეტესობა (71,8%) უპირატესობას ავტომობილებით მოგზაურობას ანიჭებს. საკონტროლო-გამშვები პუნქტები ავტოტრანსპორტით მთლიანობაში დაახლოებით 1,4 მილიონჯერ გადმოკვეთეს.

პოპულარობის მიხედვით შემდეგ მოდის საჰაერო ტრანსპორტი. საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში 506 ათას ვიზიტზე მეტი დაფიქსირდა.

იზრდება რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტის პოპულარობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში რკინიგზის გამოყენებით დაახლოებით 2 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 16%-ით მეტია გასული წლის მონაცემებზე, ხოლო საზღვაო გზით დაახლოებით 11,4 ათასი ვიზიტი (+20,1%).

ამასთან, 2019 წლის მხოლოდ აპრილში საქართველოში დაახლოებით 647,8 ათასი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, აქედან 63,4% ტურისტული იყო.

აპრილში ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების 71,2% საავტომობილო გზაზე მოდის, 27,5% კი საჰაეროზე. გარდა ამისა, რკინიგზაზე მოდის 0,7%, ხოლო საზღვაო გზაზე – 0,5%.

 

ყველა ახალი ამბავი
0