00:11 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
ინფოგრაფიკა

დიდი მარხვა 2019 – აკრძალული და დაშვებული საკვები

მოკლე ბმულის მიღება
152610
დიდი მარხვა
© Sputnik / Konstantin Ivanov.

დიდი მარხვა მართლმადიდებლებს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულისთვის – აღდგომისთვის ამზადებს. 2019 წელს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს 28 აპრილს ზეიმობს.

ოთხი მრავალდღიანი მარხვიდან დიდი მარხვა ყველაზე მკაცრი, ძირითადი და გრძელვადიანია. ის ექვი შვიდეულისგან, ანუ 40 დღისგან შედგება და ამიტომ დიდმარხვას უწოდებენ. იგი 11 მარტს იწყება.

მარხვის დროს მორწმუნეები უარს ამბობენ ცხოველურ და ცხიმიან საკვებზე – ხორცისა და რძის პროდუქტებზე, თევზზე, კვერცხზე და ალკოჰოლურ სასმელზე.

განსაკუთრებით მძიმე და მკაცრი მარხვის პირველი და ბოლო კვირაა. დიდმარხვის დროს თევზის მიღება მხოლოდ ხარების დღესასწაულზე (7 აპრილი) და ვნების კვირას შეიძლება, რომელიც 2019 წელს 21 აპრილს უწევს.

 

მეტი ინფოგრაფიკა

მთავარი თემები