ბიზნესი და ანაზღაურება საქართველოში

გამოწერა

2017 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით  საქართველოში საწარმოთა ბრუნვა  და გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გასული წლი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა დასაქმების სფეროში, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“ მონაცემები.

საანგარიშო პერიოდში წარმოების საერთო ბრუნვამ 18,6 მილიარდი ლარი (+19,7%) შეადგინა, წარმოებული პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ – 10,1 მილიარდი ლარი (+23%).

საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვმა 64,9 ათასი (+6,3%) შეადგინა, ხოლო საშუალოთვიურმა ხელფასმა – 1143,5 ლარი (+13%).


ყველა ახალი ამბავი
0