ახლოვდება შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღესასწაული — „თბილისობა“. წელს იგი დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში — „ახალ ტფილისში", რიყის პარკში, ევროპის მოედანზე და ლეღვთახევში 7-8 ოქტომბერს გაიმართება. „Sputnik — საქართველო" ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების პროგრამას გთავაზობთ.
„თბილისობა" 2017 წელს 38-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველო მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო, „თბილისობას" არ აღნიშნავდნენ. თუმცა, 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.