05:50 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 12 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. მამაკაცის ოჯახის წევრები ერთი კვირის განმავლობაში მას საკუთარი ძალებით ეძებდნენ.

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ხარაგაულში მეთერთმეტე დღეა დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი სოფელ ისლარის მკვიდრი 35 წლის ჯონი ჭიპაშვილია, რომელიც სახლიდან 12 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

დაკარგულ მამაკაცს ოჯახის წევრები თავდაპირველად საკუთარი ძალებით ეძებდნენ, ხოლო ოფიციალური განცხადება ძიებასთან დაკავშირებით ოჯახმა 19 ივლისს გააკეთა.

დაკარგულ პირთან დაკავშირებით ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში შემდეგი საკონტაქტო მონაცემებია მითითებული: 593672068, 557 771928, 555405169.

 

მთავარი თემები