საქართველოში მიწისძვრა მოხდა

© AFP 2024 / OLIVIER MORINსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეთხუთმეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:17 საათზე 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა
აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეთხუთმეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0