09:18 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად და დაზარალებულ პირთა დასადგენად.

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ  ქართველი ემიგრანტების Facebook-გვერდებზე  უნებართვო შეღწევისა და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე  ექვს პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გუშინ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით თბილისში, გორსა და წალენჯიხაში ხუთი პირი დააკავეს. მეექვსე ბრალდებული კი სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები შვიდი ემიგრანტის Facebook-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს.

„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით,  წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში  მყოფი ქართველების  Facebook-გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, მოახდინეს იმ პირთა მობილიზება, რომლთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე საქართველოში მცხოვრებ მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები თაღლითური გზით 14 დაზარალებულის კუთვნილ 10.500 ლარს დაეუფლნენ. 

დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 

მთავარი თემები