12:35 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

5 ივლისს არეულობების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის 53 ადამიანს მიენიჭა, აქედან 47 ჟურნალისტია.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს მომხდარი მოვლენების დროს დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა, იუწყება „პირველი არხი“.

ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.

ტელეარხის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სამშაბათს დაზარალებულად კიდევ შვიდი ადამიანი ცნო – სხვადასხვა ტელეარხებისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები და ოპერატორები.

დაზარალებულის ოფიციალურ სტატუსს საქართველოს პროკურატურა ანიჭებს. ეს სტატუსი არ არის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ამსახველი, არამედ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი გარკვეული დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

დაზარალებულის სტატუსის მქონეს ხელი მიუწვდება სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალაზე, აქვს უფლება, აუნაზღაურდეს ზარალი, ასევე აქვს შესაძლებლობა, აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლოს სახელმწიფოს დაცვით.

„TV პირველის“ ოპერატორის ცემისთვის ბრალი კიდევ ერთ პირს წარედგინა>>

დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი 5 ივლისის საქმეზე ამ დროისთვის 53 ადამიანს მიენიჭა. აქედან 47 ჟურნალისტია.

5 ივლისის მოვლენების გამოძიება ერთდროულად ორი მიმართულებით მიმდინარეობს – ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. ამ დროისათვის დაკავებულია 26 ადამიანი, აქედან 22 – ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის.

მთავარი თემები