05:38 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

გამოძიების მონაცემებით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრა.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ვარკეთილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 44 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე რამდენიმე საათში დააკავეს, ნათქვამია შსს-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა 16 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრა და მიიმალა.

მედიკოსებმა დაშავებულის გადარჩენა შეძლეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე). აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი თემები