ქალზე ძალადობის და ძმების დაჭრის ფაქტზე თელავში მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnikპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თელავში ძმების დაჭრის, ოჯახური ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ქალზე იძალადა, ძმები დაჭრა: რა მოხდა თელავში
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის ნაცნობ 32 წლის ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მას კონფლიქტი მოუვიდა ქალის მეზობლად მცხოვრებ ძმებთან, რომლებიც ქალს გამოესარჩლნენ. სიტყვიერი შელაპარაკებისას ბრალდებულმა ორივე ძმა ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრილი ძმები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისის თვეში ქალაქ თელავში სასურსათო მაღაზიები გაქურდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე, 126-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0